kids.ge logo

კაკლის ბერტყვა

ფავორიტებში დამატება

ხიდან კაკლის წვიმა მოდის,
განა წვიმა,-
კაკლის სეტყვა!
არც წვიმაა და არც სეტყვა,
მას ჰქვია კაკლის ბერტყვა!
ჭახაჭუხით,
ჩახაჩუხით,
ბზრილით და
ტრილით
ხემ ტოტები შებერტყა....
თქვენ გეგონათ შრილით?
დაჭექა,
დაქუხა,
დაგვიძახა ამაყად:
მოდენა მოსავალი
გსმენითო არაკად?
ბებო ამბობს:
-ამას ჰქვი
შემოდგომის ბარაქა!
ხის ქვეშ მიწა მოფინა
კროლა-კროლა კაკლებით,
ახლა ბავშვების ჯერია,
რით ვარ სხვებზე ნაკლები?
თქვენ კაკლების შეგროვება
ნუ გგონიათ გართობა...
საყვარელი შემოდგომავ,
მა-დლო-ბა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მობრძანდება დეკემბერიუკვე კარი გაიხურა, მიილია ნოემბერი, ზამთრის მაცნე ვერცხლისფერი მობრძანდება დეკემბერი! ყინულის ეტლში შეუბა...სანტას ირმებს ელისთურმე დროს ვერ ააჩქარებ, ვერც საათის ისრებს, ახალი წლის ღამით ველი ცაზე სანტას ირმებს. -დედა, ჩვენს სახლს...ვარსკვლავებსაც უხარიათვარსკვლავებსაც უხარიათ ახალი წლის მობრძანება, ღრუბლები არ გაიკარეს, ანათებენ ნება-ნება... ციმციმებენ, გვე...კატა და თაგუნია-ვინ ბრძანდება კატა-მატა?- იქადნება თაგუნია. კატა როცა გამოჩნდება, მაშინ სულგანაბულია. კატა სოროს ჩაუვლის...მურა ამბობს..მაშინვე შენთან გავჩნდები, მტერს კართან ყეფით დავხვდები, როგორც კი გაგიჭირდება, შენი დამცველი გავხდები. ახ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026