kids.ge logo

ღრუბლები და მთვარე

ფავორიტებში დამატება
ერთხელ ღრუბელთ გადასწყვიტეს,
დააბნელონ ბადრი მთვარე
(სჩანს, შეშურდათ მის სიტურფე
სინაზე და სინარნარე!);
შეიკრიბნენ ყველა ერთად,
შეკუმშნენ, მთლად გაშავდნენ
და, მიმავალს თავისს გზაზე,
ღამის მნათობს მედგრად დახვდნენ;
მაგრამ მთვარემ არც შეჰხედა,
სწრაფ გასცურა ის ადგილი
და დასტოვა ღრუბელთ გროვა,
პირში ჩალა გამოვლილი;
გასცურა და ქვეყანასა
მან ნათელი კვლავ მოჰფინა,
ღამის მეხრის და მგზავრის გულს
სიხარული აგრძნობინა;
ავ ღრუბლებს-კი სადანღაც
მძლავრმა ქარმა დაბერა,
ცხრა მთას იქით გადაჰფანტა,
ერთ წამსაც არ გაჩერა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყინულიერთ ზამთარის დილას პატარა ბავშმა ნახა, რომ ყინულიც მზეზე ბრჭყვიალებს, საწვიმარ ღარზედა ჩამოკიდული, და უთხ...სამშობლოსმაშ ასე, ჩემო სამშობლოვ, უნდა მოგშორდე, ეს არი და სხვაგან გადავიხვეწო, მარადის შენთვის მკვნესარი! მშვიდობ...მთასნეტა შენ, მთაო, ცას რომ სწვდება შენი მწვერვალი, ღრუბლებს ზევიდან თეთრ-სპეტაკად გამომზირალი, და დგეხარ შენ...მე პატარა ქართველი ვარმე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი! ქართლ-...ორი ვედრებაI "ჩემს მამულზედ უკეთესი სად არი? იგია თვით სამოთხისა სადარი; მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტკბები, უც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026