kids.ge logo

შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირი

ფავორიტებში დამატება

მოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი.
-ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა.
დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი.
ნობათი მიართვა დიდსა თუ პატარას.

სიმინდი ნალიას არგუნა უკვლებლივ,
მარანი დაწურულ მზის მტევანს პატრონობს,
მაჭარი მხირულ კრიმანჭულს გასძახის:
-რა ღვინოც დავდგები, იგემე, ბატონო!

ხეს კენწეროზეც კი არ შერჩა ფოთოლი,
ტანშიშველ გოლიათს წაუხდა გუნება,
მაშვრალ შემოდგომას-ჯაფისგან დაქანცულს,
ცილებს რატომღაც შემკრთალი ბუნება.

მთის თხემზე ზამთარმა კარავი გამართა,
ჭირხლიან მინდვრებზე ქარიღა სეირნობს,
შემწყდარა ხილის და თხილ-კაკლის ფერხული...
რა დარჩა სამღერი და თვალსასერო?

ველ-მინდვრებს გაშორდა ზღაპრული ფერია,
თან გაჰყვა ოქრო და ქარვათა ფერები,
მთის წვერზე ზამთარი თეთრ ბოხოხს ისწორებს:
-მე თოვლით ჩამოვალ და მოგეფერებით!

ტყე ჯავრით ბუზღუნებს, კვნესიან ველები:
-ეჰ, ზამთრის ალერსი! სუსხი სურს გვაწვნიოს!
მაგრამ ეგ ვინ იცის... დაგვბურავს თოვლით და
იქნება, არც იქნეს ზამთარი მკაცრიო...

სადღაა ზღაპრული ფერების ლივლივი,-
ქარვა თუ ბაჯაღლო...მზიანი დარები...
მთის კალთებს ათეთრებს ჭარმაგი ზამთარი,
ყინვისაბჯრინი მოჰყვება ჯარები.

ქარს ზამთრისპირული გააქვს და გამოაქვს,
სევდით ირწევიან შიშველი ხები,
მთის გაღმა დეკემბრის თეთრონი ჭიხვინებს,
მოდიან ზამთარი და ვერცხლის თვები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბეღურამერცხლის მიტოვებულ ბუდეს არ შორდება ბეღურა. ნეტავ, რატომ ვერ ისვენებს? ნეტავ, რა მოეყურა? ნეტავ, ჩუმი საყ...დაგვიზამთრდა, ჩიტუნებო!-დაგვიზამთრდა. ჩიტუნებო, სად ხართ? ახლა რას შვრებით? -ახლა ზამთარს ვეგებებით, ფიფქებს ვეთამაშებით. ბეღურე...ლომს რა ენატრებადღეს მე ზოოპარკში ვნახე ლომი ოქროსფაფრიანი, აფრიკა თუ ენატრება, მომეჩვენა ნაღვლიანი. გალიაში გაშოტილი იწვ...მუხატყეში ვნახე მუხა, რკოს ისხამდა უხვად, განიერი ტოტები ირხეოდნენ ქარში, მუხა იდგა ამაყად ავდარში თუ დარში. ...ორი ხელი-ორი მაჯაამ ლამაზი ქვეყნის ცქერა ორმა თვალმა ინებაო, ორმა ყურმა გაიგონა მისი ქება-დიდებაო. ორი ხელი-ორი მაჯა მამულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026