kids.ge logo

ცამეტი წლის ხარ

ფავორიტებში დამატება
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვე
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩაწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ტირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარებს ქარობადაეტყო კიდეც ქარებს ქარობა, როცა მტრობაა და ედგარობა, სანთელო, გარხევს ღამის ფიქრები, მაგრამ შენ მაინც ნუ...მშვიდზე მშვიდიმშვიდზე მშვიდი ცხრაას შვიდი, უეცარი ომის ზარი. იყო მწარე ჩვენი შარის შეშფოთება უზეცარი. სევდიანად შეწყდა ...დაბრუნებალიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს, არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს, სადაც მზე მწველია, ცხელია...მე მოვალძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს, თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები. ამირანს მიჯაჭვულს და მ...ირაკლი, მომგები ასი ომისყოველი მხრიდან ჰბერავდა ქარი, მაგრამ ქართველი ქედს არ იხდიდა, ოდეს სამშობლოს გარს ერტყა ჯარი ყოველი მხრიდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026