kids.ge logo

უგულო ქარი

ფავორიტებში დამატება

ზეცას არ შერჩა ძველი მშვენება,
ყველგან გამეფდა სუსხი და ქარი;
ტანაყრილ ხეებს რა ეშველებათ -
ისმის მსხვრევა და ხმა ბობოქარი.

უსასრულოა ქარის თარეში,
არ ცხრება, ლამის გრიგალად იქცეს...
და ამ ზეციურ სიანკარეში,
მკაცრი თვალები უცქერის სივრცეს...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026