kids.ge logo

შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირი

ფავორიტებში დამატება

მოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი.
-ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა.
დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი.
ნობათი მიართვა დიდსა თუ პატარას.

სიმინდი ნალიას არგუნა უკვლებლივ,
მარანი დაწურულ მზის მტევანს პატრონობს,
მაჭარი მხირულ კრიმანჭულს გასძახის:
-რა ღვინოც დავდგები, იგემე, ბატონო!

ხეს კენწეროზეც კი არ შერჩა ფოთოლი,
ტანშიშველ გოლიათს წაუხდა გუნება,
მაშვრალ შემოდგომას-ჯაფისგან დაქანცულს,
ცილებს რატომღაც შემკრთალი ბუნება.

მთის თხემზე ზამთარმა კარავი გამართა,
ჭირხლიან მინდვრებზე ქარიღა სეირნობს,
შემწყდარა ხილის და თხილ-კაკლის ფერხული...
რა დარჩა სამღერი და თვალსასერო?

ველ-მინდვრებს გაშორდა ზღაპრული ფერია,
თან გაჰყვა ოქრო და ქარვათა ფერები,
მთის წვერზე ზამთარი თეთრ ბოხოხს ისწორებს:
-მე თოვლით ჩამოვალ და მოგეფერებით!

ტყე ჯავრით ბუზღუნებს, კვნესიან ველები:
-ეჰ, ზამთრის ალერსი! სუსხი სურს გვაწვნიოს!
მაგრამ ეგ ვინ იცის... დაგვბურავს თოვლით და
იქნება, არც იქნეს ზამთარი მკაცრიო...

სადღაა ზღაპრული ფერების ლივლივი,-
ქარვა თუ ბაჯაღლო...მზიანი დარები...
მთის კალთებს ათეთრებს ჭარმაგი ზამთარი,
ყინვისაბჯრინი მოჰყვება ჯარები.

ქარს ზამთრისპირული გააქვს და გამოაქვს,
სევდით ირწევიან შიშველი ხები,
მთის გაღმა დეკემბრის თეთრონი ჭიხვინებს,
მოდიან ზამთარი და ვერცხლის თვები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კახა მიდის სკოლაშიანაბანა, ანაბანა, დედამ წიგნი მომიტანა, - იაკობის დედაენა, საქართველოს მზე და რწმენა. -მუდამ გქონდეს ამ დ...რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...ახდენილი ოცნებების წელი მოდის!ახალი წელია! ახალი წელია! წინ კი საოცარი დღეები გველიან,- უხვად გვექნება საღიმილონი, უხვად გვექნება საღიღ...ციყვუნიას ზამთარი„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“, ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს, თოვლს ჩამოჰყრის, ჩამოპენტავს, რა იქნება ახლა ნეტავ...კახა და ჭაგუშინ ჭაში ჩაახედა ნუნუ ბებომ ბიჭი კახა, წყლის სარკეში ჩვენმა კახამ საკუთარი თავი ნახა. ფეხაკეცილ წეროსავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026