kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება

წვიმა, თოვლი, ავდარი...
ი, ესეც ზამთარი!
ყინვა დადის კარდაკარ,
სუსხი დააქვს ქარდაქარ,
მიწა თოვლმა დაჰბურა,
თუ ნაბდები დაჰხურა?
გაფერმკრთალდნენ დღები,
გაითოშნენ ხები,
სითბო მოგუნება
მოწყენილმა ბუნებამ.
ნეტავ თავს სად აფარებს?
მზე რატომ არ ანათებს?
ჩამალულა ღრუბლებში,-
ცის ფუმფულა უბეში...
განა მზისა ნათელი,-
ცვივა თოვლის ფანტელი,
სუსხი, თოვლი, ავდარი...
სეთია ზამთარი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი სოფელილილისფერ მთათა გადაღმა ელვარებს როგორც ალმასი, იცით, ამ სოფელს რა ჰქვია? -სოფელი... „ასე ლამაზი!“ წყარომ ...როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეშიმიდუდღუნებს დათუნია, მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით... -დათვო, სად გაგიწევია? -წელიწადის სასახლეში,- შემოდგო...ლომს რა ენატრებადღეს მე ზოოპარკში ვნახე ლომი ოქროსფაფრიანი, აფრიკა თუ ენატრება, მომეჩვენა ნაღვლიანი. გალიაში გაშოტილი იწვ...ჩვენთან ერთად არის სანტა კლაუსიცგული მღერის: ოდელია-დელია! გიხაროდეთ, დღეს ახალი წელია! პატარებო! ფეხი მარდად გაუსვით, ჩვენთან ერთად ცეკვ...დიდი გემიზღვაში ცხოვრობს ცელქი ტალღა, არ სჩვევია თურმე დაღლა, კოხტა გემი პატარაო, ნაპირ-ნაპირ ატარაო... ნავსადგური...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026