kids.ge logo

გეტერა

ფავორიტებში დამატება
ღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს,
ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა,
თავდავიწყების სავსე მორევში
დღეს ლხინს ეძლევა ქსანტე, გეტერა.

ტკბილ ნეტარების მდუმარებაში
ჰა, სიმღერის გაისმის ქარი,
ხან ნაზი, როგორც თოლიას კვნესა,
ხან მწველი, როგორც სატანის ქნარი.

ველური ცეკვა, თასთა წკრილი,
მოწყენილ კაცთა ხარხარი მწარე,
მელოდირი, გაძაფული ხმა
და სინანულის ჰანგი მგზნებარე.

ყველა ამ ხმებში დაგუბებულა,
შეერთებულა და ადის ცამდე
ჰანგი, შექმნილი ღვთის დასაგმობად
და დაშვებული სინანულამდე.

გაშუღამდა. თასები ღვინით
დაცალა და ისევ ივსება,
მოწყენილია რაღაც გეტერა,
სხვა ყველა დათვრა, ის კი არ თვრება.

საცაა ხომლი ჩაჰქრება ცაზე,
მთვარის ნათელი დნება და ჰკვდება.
ფანჯრის ფარდიდან დილის რიჟრაჟი
აღმოსავლეთით ოდნავ იღვრება.

და განთიადის თეთრი ღრუბელი
ცურდა ისე, ვით იალქანი,
და თრთის მხირულ დღის მოლოდინში
გაშიშვლებული გეტერას ტანი.

ეცრად ვიღაც სტუმართაგანმა
ფანჯარას ფარდა გადაცალა
და განთიადის ელვარე სხივი
მსწრაფლ გადმოიჭრა, ვით ცეცხლის ძალა.

გაცხოველა და განათა
გაშიშვლებული გეტერას ტანი,
გარინდდა ამ დროს მთელი დარბაზი,
არ ზის არც ერთი სტუმართაგანი.

მათ წინ გეტერა იდგა, რომ სული
სხელისათვის მიცა გრძნობით,
მწუხარე - თავის უმიზნო ბედით,
მაყი - თავის მიმზიდველობით.

ოქროსფერ თმებით შემობურულ შუბლს
ღვთაებრივობის აჩნდა ნიშანი,
მზის სხივზე თითქოს ოქროსი იყო
გაშიშვლებული გეტერას ტანი.

იმგვარად თეთრი, ვით მარმარილო,
თრთოდა, ტოკავდა ძლირი მკერდი,
როცა იქავე მდგომმა მხატვარმა
ურცხვ ქალს შესძახა: “ქსანტე, შეჩერდი!

ქსანტე, მაგგვარად განაბე სული,
ოჰ, არ დაიძრა, გთხოვ, გევედრები,
გავავუკვდავებ მე მაგ შენს სხეულს,
საკუნეთა წაგიღებს ფრთები.

ქარიშხლიანი შენი წარსული
აღსდგება, რომ კვლავ გაღოს ხმები,
ცხოვრებ ქვეყნად მაშინაც, როცა
სხელით ქვეყნად აღარ იქნები!”

სთქვა მოქანდაკემ... მაშინვე მიწა
გადარია, დასწნა, დაგრიხა,
და წუთის უმალ უკვდავ ქანდაკად
გადააქცია უბრალო თიხა,

და აფროდიტას სახედ ტაძარში
დასდგა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი,
და დიდხანს, დიდხანს იცოცხლებს კიდევ
გაშიშვლებული გეტერას ტანი.

გამოგვიქროლებს ძველი ფიქრები,
ოდნავ შეარხევს ოცნების აკვანს.
არვინ იკითხავს, თუ რას ჩავდივართ,
არვინ იკითხავს, თუ ვის ვცემთ თაყვანს,

ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეში
ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი,
წმიდა ტაძარში თვით აფროდიტა
თუ სათაყვანო გეტერას ტანი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხელებისაყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები, ბროლის თითები, მზისგან სავსე ღვინით, მე დამათრობენ: გევეგები, გავე...მიცქირე თვალშიმიცქირე თვალში, შენ დადუმდი? იგრძენი განა? იყავი ჩუმად და ბინდიან თვალში მიყურე. ნურაფერს მეტყვი, მე არ მ...რა სევდიან ნანას ამბობს ქარირა სევდიან ნანას ამბობს ქარი, ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი. დაიძინეთ, სურვილებო - კმარა! კმარა ცრემლი, რაც ...მგლოვიარე სერაფიმებიმარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა! მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა); საუკუნეთა სათვალავი მეკარგე...ქუჩაქუჩა პოეტად დარჩა ოცდაათიან წლებისა, გაცვეთილი აქვს ლანჩა, დარჩა კანი და ძვლები ცისარტყელების რიგი ზამთრი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026