kids.ge logo

გაზაფხულია მონატრება

ფავორიტებში დამატება
მზე ღრუბლიდან იმზირება,
მთები ნისლში იძირება.

მარტი თვეთა რიგში დგება,
ხის ტოტებზე კვირტი სკდება.

მოფერება მომინდება,
მერცხალი რომ მოფრინდება.

არა,ზამთარს არ ვუჩივი,
თუმცა იყო ძალზე ცივი.

მახსოვს, როცა ციდან თოვდა,
მასაც თავის ხიბლი ჰქონდა.

აწ არ ველი ფიფქებს ციდან,
წუხელ წვიმა ჩუმად ცრიდა...

გაშიშვლებულ ხეთა მხატვრად,
გაზაფხული მომენატრა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელია და ციყვიმელამ ციყვი სამეგობროდ თავის სახლში მოიხმო, ვიცი ჭკუით შენ მჯობიხარ ტყეში ყველამ შეგაქო. მართალი ხარ დროს...სოფელიმე თავს მახსენებს ჩემი სოფელი და იქ განვლილი ბავშვობის დღენი, მწვანე მინდორი, ბიბინა ველი, ბებერი მუხა, ტ...რუთოვლი თითქმის ყველგან დადნა რუ მდინარედ გადაიქცა, საყიყინოდ ბაყაყები ყველა სადღაც შორს გაიქცა. რუ სწრაფი ...დაჭრილი შველიტყეში დაჭრილი პატარა შველი დიდხანს წვალობდა, შველას ითხოვდა; სიცოცხლეს მისას საფრთხე ელოდა დამეხმარეთო, ხ...ლამაზი სამყაროდაიძინე ზამთარო! ცა და მიწის ზღაპარო, მზეს მოუნდა სხივებით ქვეყნად გაილამპაროს. გაზაფხული მოსწყურდა ამ ჩვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026