kids.ge logo

თოვს!

ფავორიტებში დამატება

თოვს! თოვს! თოვს!
მთელი დღე ლამაზად თოვს!
გული გუნდაბას დილიდან
თხოვს! მთხოვს! მთხოვს!

ქსოვს! ქსოვს! ქსოვს!
ცა ლამაზ ფანტელებს ქსოვს!
ღრუბელი ძირს ფეხად ჩამოდის...
თოვს! თოვს! თოვს!

ცვივა, ცვივა, ცვივა
დიდრონი ფიფქები ციდან,
ხეზე მობუზულა ჩიტი...
სცივა! სცივა! სცივა!

დგას! დგას! დგას!
თოვლის პაპა უმზერს ცას,-
ნეტავი, ეუბნება ღრუბელი
რას? რას? რას?

ბზრილებს! ბზრილებს! ბზრილებს!
ცა თავბრუსდამხვევად ბზრილებს,
თეთრი ფანტელების კრებული
შრილებს! შრილებს! შრილებს!

თბებიან! თბებიან! თბებიან!-
პატარებს ბუხართან სვამს ბებია,
ზღაპრებს ულამაზეს ზამთარზე
ჰყვებიან! ჰყვებიან! ჰყვებიან!

თოვს! თოვს! თოვს!
დაღამდა, მაგრამ კვლავ თოვს!
დიდრონი ფიფქები ციდან
ცვივა! ცვივა! ცვივა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახდენილი ოცნებების წელი მოდის!ახალი წელია! ახალი წელია! წინ კი საოცარი დღეები გველიან,- უხვად გვექნება საღიმილონი, უხვად გვექნება საღიღ...დიდი გემიზღვაში ცხოვრობს ცელქი ტალღა, არ სჩვევია თურმე დაღლა, კოხტა გემი პატარაო, ნაპირ-ნაპირ ატარაო... ნავსადგური...ვაშლებიერთი ვაშლი, ორი ვაშლი, ესეც სამი ვაშლი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი... ყველა კარგი, ყველა დიდი, ყველა ერთმან...რადიომ გამოაცხადადღეს დილით კარგი ამბავი გამოაცხადა რადიომ: -როცა სათქმელი აქვე მაქვს, სხვა ახალ ამბებს რად ვდიო? ერთ ბიჭზ...ოცდახუთსა დეკემბერსა„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026