kids.ge logo

რადიომ გამოაცხადა

ფავორიტებში დამატება

დღეს დილით კარგი ამბავი
გამოცხადა რადიომ:
-როცა სათქმელი აქვე მაქვს,
სხვა ახალ ამბებს რად ვდიო?
ერთ ბიჭზე უნდა გიამბოთ,
ამბავი მისი ფარდიო,
ქამდე რად არ ვიცოდი?-
წამყვანებს გავუჯავრდიო...
ბაბუას ხომ ეხმარება,
ხომ გაფანტა დარდიო,
ბებომ თქვა: თავს დამტრილებს,-
დაზარელი, მარდიო...
მამიკოს თანაშემწეა,
დედიკოს გულის ვარდიო,
შრომა ხომ არ ეზარება,
სწავლაშიც არის კარგიო,
წიგნს უთქვამს, ვგონებ, ნიკა ბიჭს
ძალიან შევუყვარდიო,
სკოლას კი უბრძანებია,
ეგ ვინ მყავს,-გულის მარგიო!..
მეგობრებს მხარში დაუდგა,
გამტანია და ნაღდიო,
ლექსომ სიმღერა მიუძღვნა,
ნიტამ მიართვა ვარდიო...
ამ ამბავს, ჩემო მსმენელო,
ბოლომდე უნდა გავდიო,
ნიკას რადიომადლობას
ვუძღვნი მე-თქვენი რადიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი გემიეს პატარა გემია, და ეს გემი ჩემია! გესმით? დაიგუგუნა, გადაცურა გუბურა. ღელეს თავქვე დაუარა, ნაკადულსაც ჩა...ზაფხულის ღამე-ვერსად დაგვემალები, ვისია ეგ თვალები? უკვე გვიანია, ყველას სძინავს, ბნელში ვინ დადის? ვინ დაფრინავს? შენ...თოვს!თოვს! თოვს! თოვს! მთელი დღე ლამაზად თოვს! გული გუნდაობას დილიდან მთხოვს! მთხოვს! მთხოვს! ქსოვს! ქსოვს! ქს...დიდი გემიზღვაში ცხოვრობს ცელქი ტალღა, არ სჩვევია თურმე დაღლა, კოხტა გემი პატარაო, ნაპირ-ნაპირ ატარაო... ნავსადგური...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026