kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება
ბუნებამ ფერი იცვალა,
დაცარიელდნენ ველები;
წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ,
ვინც იყვნენ წასასვლელები.
ციყვმა მოძებნა ფუღურო,
თაგვმა და გველმა - ხვრელები;
კვლავ კაჭკაჭთ დარჩათ მარტოკა
კაკლის კენწეროს ხმელები.
სოფლად ბეღურა ჩიტების
გუნდი და გუნდი ტრილებს,
ხან მზის გულს მიფიცხება
და ხან ფიჩხებში წრილებს.
გლეხი ისვენებს ახლაღა
მოღლილი მიწის მოვლითა,
ძილს მისცემიან მინდვრებიც
გადაპენტილნი თოვლითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიყინული დადნა, იღვიძებს ველი დიდი ხნის მძინარე, ტყე იფურჩქნება, იშლება, მოსჩქეფს წყარო და მდინარე. ცა მოკა...ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...რთველიადე, პირი დაიბანე, გამოფხიზლდი, ჩემო თინა! რახანია ცელქმა სიომ ვენახები დაირბინა. ვაზებს ჩხები შეურხია ის...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...პაწია მერცხალიმე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! სიყვარულით,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026