kids.ge logo

ფანტელო, ფრიალ-ფრიალა!

ფავორიტებში დამატება

ფრილა, ჩემო ფრილა!
ზამთარმა მოგაფრილა?
სიომ თუ დაგაბზრილა,
ქარმა თუ დაგატრილა...

იქნება ცაში გესტუმრნენ
ბავშვების წრფელი ფიქრები:
დაბარდნოს! თეთრად დაბარდნოს!
რატომ არ ჩანან ფიფქები?

ფრილა, თეთრო ფრილა!
ჩვენო ვარსკვლავა პაწიავ!
ბავშვებს ქათქათა ფანტელი
ვერცხლის ზამთარმა აწვია.

ბარდნეთ და ბარდნეთ ლამაზად!
მთებს დახურეთ ქუდები,
ო, რომ იცოდეთ, ფიფქებო,
მთა-ბარს რარიგად უხდებით!

-პირველი თოვლი მოსულა!-
აჟრიმულდა ქალაქი.
ეს ფანტელების ცეკვაა,-
ზამთრის ლამაზი არაკი.

ფრილა, თეთრო ფრილა,
ნიავმა მოგაფრილა!
სიომ თუ დაგაბზრილა?
ქარმა თუ დაგატრილა?

თოვლმა ვარკვლავად ბარდნაო,
ყვავილად ჩამობარდნაო...
ზამთარმა აგაშრილა,
ფანტელო, ფრიალ-ფრილა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციყვუნიას ზამთარი„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“, ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს, თოვლს ჩამოჰყრის, ჩამოპენტავს, რა იქნება ახლა ნეტავ...თანაკლასელებთანორშაბათი დამდგარაო!- ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, სკოლისაკენ სიხარულით მიიჩქარის დიდ-პატარა. სამშაბათსაც მზე ...მურა ამბობს..მაშინვე შენთან გავჩნდები, მტერს კართან ყეფით დავხვდები, როგორც კი გაგიჭირდება, შენი დამცველი გავხდები. ახ...სოკოებიზაფხულია. ტყეში მოდის წვიმის თქეში. სოკოები მალე გაახელენ თვალებს. გადაიღო წვიმამ, მზე ანათებს დათვას, ნა...შემოდგომაოქროსფერი სამოსი ძლიერ შვენის ხეებს, ქარვისფერი უხდება სურნელოვან დღეებს. ჩატკბა, უკვე ჩაშაქრდა ათასგვარი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026