kids.ge logo

ოცდახუთსა დეკემბერსა

ფავორიტებში დამატება

„ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“
ბარაქა და ოქროს ხვავი
თქვენს მარნებს და ბეღლებსაო!

ანგელოზები გალობენ:
-უფალს ჩვენსას დიდებაო!
ცის კარები გამოღო,
ჩვენთან მოსვლა ინებაო!

ვარსკვლავები ელვარებენ:
-კურთხელი ჟამიო,
ცის საყვირი აგუგუნდა:
-სასწაულთა წამიო!

მთვარემ მუხლი მოყარა,-
-ზეცირი ჩვილიო!
ცამ ძილი არ გაკარა:
-უფლის ნახვა ტკბილიო!

ღამე გაცებულია:
-მე ვარ ასე ნათელიო?
ქარი ამბობს:-მიაგებეთ
ფალს თაფლის სანთელიო!

ქრისტეშობა კი გვიღიმის:
-უფლისა მაქვს სახელიო!
რას მიქვია მწუხარება!
რას მიქვია ნაღველიო!

კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი!
სუფევა და დიდებაო!
ქრისტეშობის ოცდახუთსა
ჩვენთან მოსვლა ინებაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სოკოებიზაფხულია. ტყეში მოდის წვიმის თქეში. სოკოები მალე გაახელენ თვალებს. გადაიღო წვიმამ, მზე ანათებს დათვას, ნა...ხიდიგავაკეთეთ გუშინ საქმე დიდზე დიდი, ნაკადულზე გავდეთ პატარებმა ხიდი. მტკიცედ ჩავამაგრეთ ხის ბურჯები წყალში,...ზამთარი მოსულა ყველასთან!მოსულა ზამთარი მხიარული დიდრონი ფანტელების ჟრიამულით, სპეტაკი თოვლის საფარველით ზამთარი მოსულა სანატრელი!...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...პატარა მხატვარინიკამ დახატა მზე,- დიდი, ჩახჩახა მზე, მერე დახატა დედა,- თავისი კარგი დედა. მზე წააგავდა დედას, დედა კი ჰ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026