kids.ge logo

ჟირაფი

ფავორიტებში დამატება

რა ლამაზი ცხოველია!-
გაძახის ჩვენი ანა,
-კისერი რამ დაუგრძელა?
რამ გაზარდა ამისთანა?
როგორია გრძელკისერა,-
ბრაზინია თუ მშვიდი?
პატარა თავი ჰქონია.
თვალები კი დიდი, დიდი...
რატომ აქვს წინა ფეხები
უკანაზე უფრო გრძელი?
ტანი მას ვინ მოხატა?
მიპასუხეთ, პასუხს ველი!
სახელად ჟირაფი ჰქვია,-
დაკოს აუხსნა ნატომ,-
ალბათ ახლა ეს ცხოველი
აფრიკის სავანას ნატრობს.
მას, ყველა ცხოველზე მაღალს.
პაწაწინა რქები შვენის...
ბუნების საოცრებაა,
სხვა რა გითხრა დანარჩენი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი თბილის-ქალაქისიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი, მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი! აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია...ოცდახუთსა დეკემბერსა„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებს...ატმის ხე ჯოხს ეუბნებაატმის ხე ჯოხს ეუბნება: -ვიცი, ეს დღეც დადგებოდა, ქვეშ საყრდენად რომ არ მედგე, ტოტი ჩამომატყდებოდა... ახლა...ვულოცავ!მღერის ჩიტი-ჩიორა: ფიფქი მოდის ფიორა! ფიფქი მოდის ფარფატელა, ახალ წელს ულოცავს ყველას: მთაში მობინადრეებს...შოშია გალობსშრიალა შინდის შტოზე შოშია ზის და გალობს, უმღერის მშობელ მხარეს, ტკბილი ჰანგებით სწყალობს. მღერის ცხრათვალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026