kids.ge logo

ზამთარი მოსულა ყველასთან!

ფავორიტებში დამატება

მოსულა ზამთარი მხირული
დიდრონი ფანტელების ჟრიმულით,
სპეტაკი თოვლის საფარველით
ზამთარი მოსულა სანატრელი!

გუნებაცვალებადი ზამთარია,-
ხან თოვს, ხან წვიმს და ხან ქარია,
მოსულა ყინულისაბჯრინი,
ხან მზინი, ხან ავდრინი.

მოსულა ზამთარი კუდღლიანშიც,
მოსულა ზამთარი ციყვიანშიც...
მოსულა ზამთარი ტყეში, ღრეში,
ლამაზი ზამთარი ვერცხლის ფერში...

თეთრად ჩამომდგარა ნუკრიანშიც,
ზამთარი თოვლისქურქიანი,
ზამთარი მოსულა ირმიანშიც,
ზამთარი-ვერცხლისსირმიანი.

მოსულა ყველგან და ყველასთვის,-
მგლისთვის, ტახისთვის თუ მელასთვის...
ჩიტებმა ცაში შეკრეს კამარა:
-ზამთარს შევეგებოთ?
-აბა, რა!

ყინულქვეშ გაიტრუნა ნაკადული,
ეცრად შეწყვიტა რაკარუკი,
მდინარეს ნაპირები გაყინა,
წყაროს კი ... დათვივით დაძინა?!

ზამთარი ფუმფულაქურქინი,
ზამთარი თოვლისბუქიანი,
მთა-ბარი ასე რად მორთულა?
ვერ ხედავ?
ზამთარი მოსულა!

-მშვიდობით მოხვედი, ზამთარო,
ჩვენს ტყეში თეთრად ჩამდგარო?
შაშვმა ცაში გაჭრა კამარა:
-მშვიდობით მოვიდა!
ბა, რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაბუს ჯოხიფეხი ძლიერ სტკივაო,- დარდობს გოგო ღაბუა, -ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის ჩემი კარგი ბაბუა! მოხუცისკენ გაიქცა ...წელიწადის ოთხი დროეს ხომ წელიწადია!- ესეც მისი ამქარი,- გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულის მშვენება ვის არა...კახა და ჭაგუშინ ჭაში ჩაახედა ნუნუ ბებომ ბიჭი კახა, წყლის სარკეში ჩვენმა კახამ საკუთარი თავი ნახა. ფეხაკეცილ წეროსავ...მობრძანდება დეკემბერიუკვე კარი გაიხურა, მიილია ნოემბერი, ზამთრის მაცნე ვერცხლისფერი მობრძანდება დეკემბერი! ყინულის ეტლში შეუბა...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026