kids.ge logo

ოცდახუთსა დეკემბერსა

ფავორიტებში დამატება

„ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“
ბარაქა და ოქროს ხვავი
თქვენს მარნებს და ბეღლებსაო!

ანგელოზები გალობენ:
-უფალს ჩვენსას დიდებაო!
ცის კარები გამოღო,
ჩვენთან მოსვლა ინებაო!

ვარსკვლავები ელვარებენ:
-კურთხელი ჟამიო,
ცის საყვირი აგუგუნდა:
-სასწაულთა წამიო!

მთვარემ მუხლი მოყარა,-
-ზეცირი ჩვილიო!
ცამ ძილი არ გაკარა:
-უფლის ნახვა ტკბილიო!

ღამე გაცებულია:
-მე ვარ ასე ნათელიო?
ქარი ამბობს:-მიაგებეთ
ფალს თაფლის სანთელიო!

ქრისტეშობა კი გვიღიმის:
-უფლისა მაქვს სახელიო!
რას მიქვია მწუხარება!
რას მიქვია ნაღველიო!

კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი!
სუფევა და დიდებაო!
ქრისტეშობის ოცდახუთსა
ჩვენთან მოსვლა ინებაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კახა და ჭაგუშინ ჭაში ჩაახედა ნუნუ ბებომ ბიჭი კახა, წყლის სარკეში ჩვენმა კახამ საკუთარი თავი ნახა. ფეხაკეცილ წეროსავ...პატარა მხატვარინიკამ დახატა მზე,- დიდი, ჩახჩახა მზე, მერე დახატა დედა,- თავისი კარგი დედა. მზე წააგავდა დედას, დედა კი ჰ...ახდენილი ოცნებების წელი მოდის!ახალი წელია! ახალი წელია! წინ კი საოცარი დღეები გველიან,- უხვად გვექნება საღიმილონი, უხვად გვექნება საღიღ...ყველა მარიამსმარიამ, ღვთისმშობლის სახელი გიწოდეს,- შენი სამშობლოს მფარველის., სიყვარულით რომ შემოგინახა ზურმუხტისფერი ...ცეკვაჩამოუარე მდელოზე ლამაზო ცეკვავ, ქართულო! მიამბე საქართველოზე, ზღაპრულო ცეკვავ, ქართულო! დაისხი, ფრთები და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026