kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
მე რომ ტირილი მეწადოს,
თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა?
ერთი იცინის, სხვა სტირის:
სეთი არის ქვეყანა.
ვისაც არ მოგწონთ ტირილი,
ის ნუ დასჯდებით ჩემთანა:
მტირალის სტვირის პატრონი
ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა!
მაგრამ გაგებთ, ერთხელაც,
ვინ ახლოს ვსდგევართ ღმერთთანა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კურდღლის სიმღერაჩქარა ამწვანდით, ველებო, ჩქარა ამწვანდი, ჭალაო! ამოღაღანდი, ჯეჯილო, სად არის შენი ძალაო? ნათესი პური რა ი...ფშავლის სიმღერამკვდარი ნუვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა და...სიმღერაარცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა, მეც იმათ ჯოგიდამა ვარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთის...ერთხელც იქნება, მოვკვდებიერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გუ...გულსგულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს, შემდეგ იქცევი მიწადა, მანამა სცოცხლობ ჩემთანა, შენც უნდა იყო ბიჭადა! რაც-კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026