kids.ge logo

ხე

ფავორიტებში დამატება

ვაშლის ხეს რგავს მახარე,
მთელ ქვეყანას ახარებს,
წყავს და მიწას უბარავს,
ცივ ნიავს არ აკარებს.
-გაზარდე, ვაშლის ხევ,
სიომ ფრთხილად გარწიოს,
მზემ გაგათბოს ცხრათვალამ
და ძლიერ ხედ გაქციოს!
ფესვი მტკიცედ გაიდგი
მიწის მყუდრო უბეში,
ხე მცველია სიცოცხლის,
დედამიწის ნუგეში...
მალე აშრიალდები,
დაამშვენებ ამ მხარეს,-
ვაშლის ხეს რგავს მახარე,
მთელ ქვეყანას ახარებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამი თვე-სამი ძმობილისამი თვე-სამი ძმობილი, სამივე მეტად ცნობილი, სამივე ზამთრის სახელით ერთმანეთს ხმაშეწყობილი. წელიწადის დრო...ირმები მთიდან ბარში ჩადიანეს ზამთარი მეთოვლია იცით, ზოგჯერ როგორია? პირქუში და ღრუბლიანი, ქარიანი, სუსხიანი... მოჭრაჭუნეთოვლიანი, მ...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...თუთიყუში ჟაკომხოლოდ ერთი სიტყვა იცის თუთიყუშმა ჟაკომ. უკვირთ ბავშვებს,- არ უნდაო დაგველაპარაკოს. მამამ ახლახან უყიდა, ...ზაფხულირა კარგია ზაფხული,- გარუჯული დღეები, მომღერალი ჩანჩქერი, ჩრდილიანი ტყეები, ჭრიჭინების ჭრიჭინი, ჩიტუნების ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026