kids.ge logo

სამი თვე-სამი ძმობილი

ფავორიტებში დამატება

სამი თვე-სამი ძმობილი,
სამივე მეტად ცნობილი,
სამივე ზამთრის სახელით
ერთმანეთს ხმაშეწყობილი.
წელიწადის დროს რომ გვიცვლის,
პირველი დეკემბერია,
ის გვატყობინებს სუყველას,
უკვე რომ ზამთრის ჯერია.
მერე იანვარია,
ხალწლის მახარობელი,
ციმციმა, ღიმილინი,
ზამთრის ამბების მთხრობელი.
ყინვის და ქარის ბატონი
მესამე- თებერვალია,
ზამთარი რომ გაცილოს
ეგ სწორედ მას ავალია.
თოვს. ცა პირს განა შეიკრავს,-
თოვლი ძირს უხვად ჩამოდის.
ღრუბელი დაბლა მოწევს,
რა უნდა, ნეტავ, რა მოსდის?
სამი თვე- წელიწადისგან,
ყოფილა გამოხმობილი,
სამივე ზამთრის თოვლისფერ
სამოსში გამოწყობილი,
სამი თვე-სამი ძმობილი,
სამივე მეტად ცნობილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეშიმიდუდღუნებს დათუნია, მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით... -დათვო, სად გაგიწევია? -წელიწადის სასახლეში,- შემოდგო...ჩამობარდნა თეთრად ტყეშიმთელი ღამე უთოვია! ჩამობარდნა თეთრად ტყეში, მაგრამ განა ყველა ხარობს, რუხი მგელი დარდით ხვნეშის: -მთელი ღ...სოფელირა კარგია სოფელი,- გულის დამატკბობელი, გამგზავრებას სოფელში სიხარულით მოველი. გამაქანებს მანქანა,- სწრაფი...ფუტკარი ყვავილს ესაუბრება...მე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, მაგრამ ჩვენი მეგობრობა დიდია და ნამდვილი. მე მთელი დღე დავზუზუ...ნავი ეჯიბრება თოლიასმისრიალებს ზღვაში ნავი,- ტალღას მისდევს გოლიათს, სად იჩქარის? ეჯიბრება ფრთაფარფატა თოლიას. ამხნევებენ ზღვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026