kids.ge logo

ირმები მთიდან ბარში ჩადიან

ფავორიტებში დამატება

ეს ზამთარი მეთოვლი
ცით, ზოგჯერ როგორია?
პირქუში და ღრუბლინი,
ქარინი, სუსხინი...
მოჭრაჭუნეთოვლინი,
მოჭახჭახეყინვინი,
ხან თოვს, ყინავს, ხან ქარია,
რადგან მკაცრი ზამთარია!
ყინულის ტახტს იდგამს ტყეში,
მოჰქრის ქარი, მოქაქანებს,
ღამე არის გათოშილი,
დღე, სიცივით მობაბანე.
ტყე იხსენებს ზამთრის მოსვლას:
-ფიფქებს ნაზად გვაფრქვევდაო,
ტკბილად გველერსებოდა,
თოვლის სამოსს გვაცმევდაო...
-ასე როგორ შეიცვალა!
მთას უკვირს და ტყესაც უკვირს,
-ზამთარს როგორ გაუძლებენ
რემი და მისი ნუკრი!
ყინვაში გამოზამთრება
ჭირს ნადირს, უჭირს ფრთოსანს.
გათოშილ ტყეს, არემარეს
გაყინული თოვლი მოსავს.
ამბავი გავრცელებულა:
ირმები წასულან ტყიდან,
ბარისაკენ მიწევენ
ჩვენი დათოვლილი მთიდან.
ქორბუდები, ფეხმარდები...
ნუკრებიც ხომ აქ არიან...
ირმის ჯოგი ბილიკს კვალავს,
ეს ხომ მთელი ლაშქარია!
-ზამთარს ასე თუ გავუძლებთ,-
ხან ყინვიანს, ხან ქარიანს,
-დახმარება ვის ვთხოვოთო?
-რა თქმა უნდა ადამიანს!
მედი რომ მიუძღვებათ,
ნეტავი, არ დაკარგოთ!
ნეტავ, ადამინები
ირმებს მართლა დაეხმარონ!
ტყემ წარბი არ შეხარა,
მოსმენილზე, დანახულზე,
-კეთილად გამოზამთრება!
გელოდებით გაზაფხულზე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...ლილეო... და ახალი წელი!მივულოცავ ახალ წელს, ამას ვეტყვი ჩურჩულით: -დაელოცოს ჩვენს სამშობლოს, ყველა კუთხე-კუნჭული! დაელოცოს ალაზა...ჩემი გემიეს პატარა გემია, და ეს გემი ჩემია! გესმით? დაიგუგუნა, გადაცურა გუბურა. ღელეს თავქვე დაუარა, ნაკადულსაც ჩა...ჩვენთან ერთად არის სანტა კლაუსიცგული მღერის: ოდელია-დელია! გიხაროდეთ, დღეს ახალი წელია! პატარებო! ფეხი მარდად გაუსვით, ჩვენთან ერთად ცეკვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026