kids.ge logo

ია

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულს მოვდევ ფეხდაფეხ,
თქვენი ია ვარ პაწია,
სურნელს მოვაფრქვევ ველ-მინდვრებს,
ლურჯი სამოსი მაცვია.
მოვალ, ავბიბინდები,
ლურჯად მოვხატავ ტყისპირებს,
ნუ მომწყვეტთ, აქვე დამტოვეთ,
თორემ დარდისგან ვიტირებ.
ბუნების კოხტა შვილი ვარ
და გაზაფხულის მეგზური,,
სიცოცხლე თქვენთვის მწყურია,
თქვენ მოგიძღვენით ეს გული!
ჩემს სიფრიფანა ფურცლებზე
მზის სხივი როგორ ალმასობს,
გაზაფხული რომ მოგირთოთ,
უფრო რომ გაგილამაზოთ.
ლურჯთვალა მახარობელი
თქვენი სიკეთით გამათბეთ!
თქვენია ეგ სურნელება!
თქვენია ეგ სილამაზე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი სკოლა, ჩემი კლასიაი, ჩემი სკოლა! აი, ჩემი კლასი! თითქოს აციმციმდა მზის სხივთა ალმასი. თითქოს ოჯახია, და-ძმები ვართ თითქოს,...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...მე ვარ შენი მეგობარიფიფქი ცვივა! ფიფქი ცვივა, ჩიტუნია, ხომ არ გცივა? ხომ არ გშია, ფიორავ, ჩიტუნია-ჩიორავ? ხედავ ჩემი ფანჯრის ...ეს რა ლამაზი გზებია!შორს ლილისფერი მთებია, ზემოთ ღრუბლები ჩნდებიან, ზოგჯერ მთის წვერზე სხდებიან, ზოგჯერ კი ყალყზე დგებიან. მა...ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026