kids.ge logo

ოპუნცია კაქტუსი

ფავორიტებში დამატება
ყვავილნარის კუთხეში,
ვანზე კატოსი,
დგას უჩუმრად, ბუსხუნა,
პუნცია კაქტუსი.
ამ კაქტუსს დაუსვა,
უცნარი შეკითხვა:
მეგობარო მინდოდა,
შენთვის ადრეც მეკითხა.
ლამაზი ვარ ლურჯთვალა,
ლურჯი კაბაც მაცვია,
შენ ასეთი მკბენარა,
ღმერთმა რაღად გაქცია?
კაქტუსი კი ჩაფიქრდა,
მოუშვა სლუკუნი,
ჩამოყარა ყურები,
დადგა მისთვის უკუნი.
უნდა მასაც რომ იყოს,
სავით ლამაზი,
მასაც ჰქონდეს ყვავილნი,
ეკლო და ხალასი.
მაგრამ რა გაწყობა,
შეიმშრალა ცრემლები,
ალუღლუღდა:-ჩემს კატოს,
ვიცავ, თავზე ვევლები.
ვინმემ არ აწყენინოს,
არ ატკინოს გული,
მტერთათვის მაქვს ეკლები,
მუდამ მიმართული.
იმ კაქტუსის გულში კი,
ერთი ნატვრა ბუდობდა,
და ღმერთს ეხვერწებოდა,
ყვავილობა უნდოდა.
თითქოს ღმერთმაც უსმინა,
და ერთ დილით სისხამზე,
გაიღვიძა, და იგრძნო,
ყვავილია მის თავზე.
გამოფხიზლდნენ ენძელა,
შროშანი და ია.
კაქტუსს ეს რა ლამაზი,
კვირტი ამოსვლია?
ყველა შურით აივსო,
ორქიდეა, ტიტა,
ლილიამ კი სიბრაზით,
ტუჩი მოიკვნიტა.
ი კატოც მოვიდა,
შეკრა იის კონა,
პუნციას ყვავილი,
ძლიერ მოწონა.
შექო, მიფერა,
სხვანი გააწბილა,
მიხაკებს და ვარდებს შუა,
მიჩინა ბინა.
სილამაზით ამაყობს,
ვანზე კატოსი,
თავზე დიდი ყვავილით,
პუნცია კაქტუსი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაგვეხმარეთ, ბავშვებო!ერთხელაც, განსჯა დაიწყეს გრძნობათა ორგანოებმა, ჩხუბით ყურიც კი წაიღეს, რომელს რა მოეთხოვება. ახსნეს საქმე...დალი და მანანაძილის წინ ციცქნა მანანამ, ჰკითხა უფროს დას დალის, სულმოუთქმელად ტიტინებს, ის ფუშფუშელა ქალი. ნელ ნელა რომ...დამნაშავე ბურთიბურთი აჩუქა მამიკომ, დააჯილდოვა ელდარი, ფეხბურთელი და სპორტსმენი, სხარტი,ძლიერი,მედგარი, ბიჭმა ბუცები ჩაი...ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...შემოდგომის ბარაქამრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან, ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან, ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026