kids.ge logo

ჩემი სკოლა, ჩემი კლასი

ფავორიტებში დამატება

ი, ჩემი სკოლა!
ი, ჩემი კლასი!
თითქოს აციმციმდა
მზის სხივთა ალმასი.
თითქოს ოჯახია,
და-ძმები ვართ თითქოს,
ძმობას, მეგობრობას,
სხვას არაფერს ვითხოვთ.
დერეფნიდან უკვე
მესმის მათი ხმები:
ჩემი კლასელები!
ჩემი მეგობრები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაბუს ჯოხიფეხი ძლიერ სტკივაო,- დარდობს გოგო ღაბუა, -ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის ჩემი კარგი ბაბუა! მოხუცისკენ გაიქცა ...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...ენძელადიდხანს, დიდხანს ვიარე, აი, მოველ მზიანეთს, გული გავიხალისე, სიხარულით ავივსე, თოვლში ამოვიწვერე მოვეფინე...თუთიყუში ჟაკომხოლოდ ერთი სიტყვა იცის თუთიყუშმა ჟაკომ. უკვირთ ბავშვებს,- არ უნდაო დაგველაპარაკოს. მამამ ახლახან უყიდა, ...მოდის წელი ახალიტბილი გოზინაყი, ჭრელი კანფეტები, ათასგვარი ხილი, ბებოს ჩურჩხელები, ირგვლივ ჟრიამული, მხიარული ხმები, მალე...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ჩემი სკოლა, ჩემი კლასი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026