kids.ge logo

ბალი, ბავშვები და ჩიტები

ფავორიტებში დამატება

მაღლა, ტოტზე ესხა ბალი,
ზედ რჩებოდა ყველას თვალი,
ნერწყვს ყლაპავდნენ პაწიბი:
-ტოტებო, ხართ ქვაწვიბი,
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
ბალი გვინდა-ტკბილი ბალი!

გახარეს ბეღურებმა,-
ბალი ისე ეგუნებათ,
რომ დაგემოვნეს ლხენით,
ჭიკჭიკეს ოქროს ენით.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
ჩიტუნებმა ჭამეს ბალი.

ტირის ეკა, ტირის ბესო,-
ბეღურებმა წაგვართვესო
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
მსხვილმარცვალა, ტკბილი ბალი.
ცრემლს ღვრის ორი ტირია,
დაღიათ პირია.

ჟღურტულებენ ბეღურები:
-ჩვენ ნუღარ დაგვემდურებით!
ამ ტოტების ტკბილი ძღვენი
რის განა მარტო თქვენი...
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
შეგვერგოსო ტკბილად ბალი.

ბლის ტოტებმა დაძახეს:
-ამობრძანდით, თავად ნახეთ!
ბლის კუნწულებს ლამაზებსო
უხვად შემოგთავაზებთი.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
დაკრიფეთო ტკბილი ბალი.

ზედ რჩებოდა ყველას თვალი,
კუნწულებად ესხა ბალი.
მიშურეს ბეღურებმა,
ბალი ისე ეგუნებათ.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
პატარებსაც ერგო ბალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაშლებიერთი ვაშლი, ორი ვაშლი, ესეც სამი ვაშლი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი... ყველა კარგი, ყველა დიდი, ყველა ერთმან...წელიწადის ოთხი დროეს ხომ წელიწადია!- ესეც მისი ამქარი,- გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულის მშვენება ვის არა...ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მინდა ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბნელ...ახალ წელს ვულოცავ ყველას!ძველი უკვე მიბრძანდება- ახალ წელს ვულოცავთ ყველას, დიდებსაც და პატარებსაც, - ვარსკვლავების სადარებსაც. მთ...ტყეშიტყეში ცხოვრობს შველი, დაძუნძულებს მგელი, თეთრქათიბა, ყურგრძელი დაცუნცულებს კურდღელი. ტყეში ცხოვრობს მელია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026