kids.ge logo

ციცინათელა

ფავორიტებში დამატება

როცა მეტყვი-ავინთები,
როცა მეტყვი-ჩავქრები,
ციმ-ციმ, ციცინათელას
მინდა ამბის გამხელა;
შენთვის ვანთებ ბნელ ღამეში
მზის ნაპერწკალს პაწიას,
საკვირველი, მოციმციმე
ტანსაცმელი მაცვია.
თუკი გინდა ჩემი ნახვა,
ღამით მოდი, პატარავ,
მთვარე ზღაპარს მოგვიყვება;
-სად იყო და სად არა!
მეტყვი:-რა კარგი ღამეა!
შენ კი როგორ უხდები!
ვარსკვლავივით ვიციმციმებ,
ხელზე დაგისკუპდები.
ღამე მოდი, ალიონზე
ვაქრობ ციცქნა სანათებს,
საგულდაგულოდ ვინახავ
ჩემს ციმციმა ალმასებს.
ნება-ნება ციგებენ
პაწაწინა ლამპრები,
თუკი მეტყვი, ავინთები,
თუკი მეტყვი-ჩავქრები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...ვაშლებიერთი ვაშლი, ორი ვაშლი, ესეც სამი ვაშლი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი... ყველა კარგი, ყველა დიდი, ყველა ერთმან...ნიავი ხეხილის ბაღშია-ეს ვაშლია წითელი, ეს კი ლურჯი ქლიავი,- შემოდგომის ბაღ-ვენახს თავს ევლება ნიავი: -ეს ყურძნის მტევანია,- მ...ანა ანბანს სწავლობსარა გახარებთ განაო?- ანბანს სწავლობს ანაო. სხაპასხუპით რაკრაკებს „იას“, „აი იასო,“ წიგნს კითხულობს გოგონა...ეს გოგონა ვისია?ეს გოგონა ვისია? ეს პატარა ვისია? ვისი არის ცქრიალა, ცუგრუმელა ცისია? ვის ეკუთვნის ღიმილი კოხტა გოგოს რომ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026