kids.ge logo

ახალ წელს ვულოცავ ყველას!

ფავორიტებში დამატება

ძველი უკვე მიბრძანდება-
ხალ წელს ვულოცავთ ყველას,
დიდებსაც და პატარებსაც, -
ვარსკვლავების სადარებსაც.
მთებს და ტყეებს,
ზღვას და ხეებს,
მინდვრებს, ველებს, ნაკადულებს,
ზვრებს, მდელოებს გადათოვლილს
და ჩვენს გიჟმაჟ მდინარეებს...
ტყეში შეყუჟულ ჩიტუნებს,
ნადირ -ცხოველს,
თევზებს წყალში,
მივულოცავთ ყველას, ყველას,
რავის დავრჩებით ვალში.
აღმოსავლეთ-დასავლეთით...
ჩრდილოთით თუ სამხრეთით,
მშვიდობის ფიანდაზები
გაგვიშალოს ყველას ფერხთით.
მრავალ ახალ, ბედნიერ წელს!
მივულოცავთ ცას და მიწას,-
ჩვენს საყვარელ, მშვენიერ სახლს-
ლურჯ პლანეტას-დედამიწას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაბუს ჯოხიფეხი ძლიერ სტკივაო,- დარდობს გოგო ღაბუა, -ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის ჩემი კარგი ბაბუა! მოხუცისკენ გაიქცა ...სუროს შაშვი შეფენიააჭახჭახდა შავი შაშვი,- რა ახარებთ ასე ჩიტებს? ციყვუნებმაც გაიღვიძეს და თვალები მოიფშვნიტეს, ჩაძინებულმა დ...შენ ჩემი მეგობარი ხარ!თაგუნამ უთხრა თაგუნას: -მეგობარი ხარ, იცოდე! იმანაც ასე მიუგო: -მეც მეგობარი გიწოდე! რადგანაც მე შემიძლია...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...წელიწადის ოთხი დროეს ხომ წელიწადია!- ესეც მისი ამქარი,- გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულის მშვენება ვის არა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026