kids.ge logo

ჩემი გემი

ფავორიტებში დამატება

ეს პატარა გემია,
და ეს გემი ჩემია!
გესმით? დაგუგუნა,
გადაცურა გუბურა.
ღელეს თავქვე დარა,
ნაკადულსაც ჩარა,
გაკიდა მდინარეს,-
გულფიცხს, განა მძინარეს...
ზღვა დაუხვდა შრილით,
ტალღის ტრიალ-ტრიალით,
აფრიალდა ალამი:
-შავ ზღვა ჩვენი სალამი!
შემოცურდა გემიო!
ჩვენი არის, ჩვენიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთვარეტაშს უკრავენ ვარსკვლავები,- დიდებიც და პატარებიც, გამობრძანდა ცაზე მთვარე,- გაბადრული, მოელვარე. გაიცინა ...სანტას ირმებს ელისთურმე დროს ვერ ააჩქარებ, ვერც საათის ისრებს, ახალი წლის ღამით ველი ცაზე სანტას ირმებს. -დედა, ჩვენს სახლს...ვაშლილოყაწითელა, შაქარა ვაშლი მიგორდა თაკოსთან: -გემრიელი ვარ, პატარავ,- სურნელოვანი, ტკბილიო! შენი ვარ, ჩაიტკ...ჭიამაიაჭია, ჭიამაიაო, პაწაწინა დაიაო, მზემ გაჩუქა ხალებიო, შენ კი გენაცვალებიო! ჭია, ჭიამაიაო, მშვენიერო დაიაო, ...თუთიყუში ჟაკომხოლოდ ერთი სიტყვა იცის თუთიყუშმა ჟაკომ. უკვირთ ბავშვებს,- არ უნდაო დაგველაპარაკოს. მამამ ახლახან უყიდა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026