kids.ge logo

ნინი და საზამთრო

ფავორიტებში დამატება
უჰ, რა გემრილი
დალოცვილი საზამთრო!
მისმა სიტკბომ, სურნელმა
ნინი სულ მთლად დაათრო.

დაჭირა ორ ხელში,
თავი ჩარგო უცებვე,
და საზამთროს წვეთები,
მოგორავენ მუცელზე.

წვენიც სვრიპა უზომოდ,
თან გემოც ჩატანა,
მარტო თავის პირს კი არ,
ცხვირსაც ბევრი აჭამა.

სისხლისფერი საზამთრო,
შავ- ხალება,ხატულა,
სევ თვისკენ მოუხმობს,
თვალიც ჩაპაჭუნა.

საზამთროსკენ მიწევს
ჩვენი ციცქნა ქალია:
-ტკბილი რომ ხარ,მინდიხარ,
განა ჩემი ბრალია?!

გაწება გოგონა
შეიყვარეს მწერებმა,
ეხვევიან, მთელს ტანზე
წყეს მისი ფერება.

ამ დროს დედაც მოვიდა,
პირს ღიმილი ჰფენია,
ჩქარა,აბაზანისკენ
გაისტუმრა ნინია..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამი მშობელისულ წარჩინებით ისწავლე, იყავ ბეჯითი,მშრომელი, უპირველესად გახსოვდეს, შენი ძვირფასი მშობელი, შენა გყავს სა...სპილოზოოპარკში წავიდნენ, ნანა, გიგი, კახა, ნახეთ! -სპილო ბანაობს, კახამ დაინახა. უშამპუნოდ, უსაპნოდ?- ატიტინდა...მეოცნებე მფრინავიპეტიკოს ძლიერ ეამა, სიცხეში ხეთა ჩრდილები, გადაწყვიტა რომ იქ დაჯდეს, ისწავლოს გაკვეთილები. წიგნები სკამზე...ცხოველთა აღლუმილომმა გასცა ბრძანება, გვაქვს ცხოვრება მალული, საჭიროა მოვაწყოთ, ტყის ნაპირას აღლუმი. დაე ყველამ შეხედოს, ...ლევიკოს ოცნებასულ ათებზე ვისწავლი, და გავხდები მკვლევარი, დღე და ღამე ოცნებობს, პაწაწინა ლევანი. ისე ბევრი რამ მინდა, თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026