kids.ge logo

ჭიამაია

ფავორიტებში დამატება

ჭია, ჭიამაიაო,
პაწაწინა დაო,
მზემ გაჩუქა ხალებიო,
შენ კი გენაცვალებიო!
ჭია,
ჭიამაიაო,
მშვენირო დაო,
მზესთან გასწი პატარაო,
დე, მსუბუქად გატარაო!
ხვალ როგორი დარიო,
აგრემც, გაგიხარიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაკლის ბერტყვახიდან კაკლის წვიმა მოდის, განა წვიმა,- კაკლის სეტყვა! არც წვიმაა და არც სეტყვა, ამას ჰქვია კაკლის ბერტყვა...თოვლი მოგვაქვს პეშვებითსკუპი-სკუპი სკუპებით, ღრუბლებიდან ვეშვებით! ზამთრის საჩუქარია!- თოვლი მოგვაქვს პეშვებით... ქარო, ერთიც და...ფოთლებიქარმა მოსტაცა ჭადარს ფოთოლი,- ოქროს ფოთოლი, ოქროს ფოთოლი, ქარში ნეკერჩხლის ელავს ფოთოლი,- ლალის ფოთოლი, ლ...ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026