kids.ge logo

დიდი გემი

ფავორიტებში დამატება

ზღვაში ცხოვრობს ცელქი ტალღა,
არ სჩვევია თურმე დაღლა,
კოხტა გემი პატარაო,
ნაპირ-ნაპირ ატარაო...

ნავსადგური ელის მშვიდი,-
შემოცურდა გემი დიდი,
მას შორი გზა გაუვლია,
დედამიწა დაუვლია.

-დაგვიბრუნდა მოგზარი!-
ტალღა ტკბილად აღუღუნდა,
ბრძანა გემის კაპიტანმა
და საყვირიც აგუგუნდა:

-საქართველოს ნაპირი ხარ!
გამარჯობა საფიცარო!
შორი გზიდან დაგიბრუნდი,
დუ-დუ!
დიდი გემი ვარო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლი მოგვაქვს პეშვებითსკუპი-სკუპი სკუპებით, ღრუბლებიდან ვეშვებით! ზამთრის საჩუქარია!- თოვლი მოგვაქვს პეშვებით... ქარო, ერთიც და...დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...ლაშა კითხულობს გაზეთსლაშამ ახალი გაზეთი მიურბენინა დედას: -ოღონდ ეს წამიკითხე და არ შეგაწუხებ მეტად. ჩემო დედიკო, გაზეთში რა წ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026