kids.ge logo

მზე-ჭაბუკ ორბელიანზედ

ფავორიტებში დამატება
თინას აღზრდილს აქებდეთ,
ალვად ანორჩვით ასულსა,
ბნელ ბათა ბრკვილობა,
ბრანძვ-ბაბაჭუა, ბასრულსა!
გონჯნი გუგანი გაშვენის
გახრილად გვერდზედ გასულსა!
დახე, დაღრეჯით დამჩაჩულს,
დედლურის დრეგით დასმულსა!

ეშმაკსა ელაციცება,
ეს ედარება ეროდეს;
ვასილისკურად ვაგლახი
ვერას ვამგზავსეთ ვეროდეს!
ზარიფსა ზანანობასა
ზურგი ზევიდგან ზვეროდეს;
ჱერანელთ ჱეკვირვებოდეს,
ჱესეთი ჱესმის, ჱეროდეს!

თბილისად თემობს თხუნელა,
თითები თლილებ თოხია;
კუნტვის, იცხოვების,
ტანჯვის, იგოგროხია,
კუჭნი, კერპულად კლაკნილნი,
კიდია კუზი, კოხია,
ლურჯის ლაშებით ლაქლაქებს,
ლოქია, ლოვი ლოხია.

მე მიკვირს, მისმა მამამა
მანკითა მგზავსა მელასა,
ნაკრუსმან ნასკვა ნაბღუნძად:
"ნასავსო ნუ ნათელასა!"
ოსმალებრ ოსრავს ოდითგან,
სურად ორომელასა;
პირველ პრაწითა პირეღო
პაპუნას პირსა პრტყელასა

ჟამებ ჟიდეს ჟიობდეს,
ჟინინობით ჟიობდეს;
რებითა რებდეს, რიობდეს,
რას როვებს რაკრაკ[ი]ობდეს:
სიბოროტითა სიდეს,
სიე სიმრუდით სტკიდეს;
ტ...სა ტანჯვითა ტიროდეს,
ტ....ცუნს ტატიდეს.

კუღმართობს, უგლიგარჯობს,
კანიდგან უცხოდ უში;
ფინთსა, ფსვენსა, ფოლორცასა,
ფან ფალაებს ფიცხად ფუში;
ქედ ქიცვია-ქამულასა
ქამისკენ ქონან ქუში;
ღადუობს, ღაბუობს
ღადარა[ი] ღამის ღრუში.

ყელ ყვიციანმან, ყარამან,
ყაფლანიანთა ყარამან,
შებღუნძვით შეშფოთებულმან,
შირვანიელთა შარამან,
ჩაგესლილმან, ჩაბანდულმან
ჩიჩვი-ჩაჩახვის ჩარამან,
ცუნცულამან, ცაცუმა,
ცუგრუმელა-ცანცარამან.

ძუნძულაობს, ძაღლუობს,
ძუმძეხაობს, ძღარბუობს;
წერწეტაობს, წაწუობს,
წარბდუნძვილი წარბუობს;
ჭეჭელაობს, ჭაკუობს,
ჭირ-ჭმუნვითა ჭაბუობს;
ხან ხმითაცა ხახუობს,
ხან ხელურად ხარბუობს.

ჴრინწინობს ჴრინკინობს,
ჴელსა ჴმარობს ჴდლურის ჴაფით;
ჯინობს, ჯირგობს, ჯორჯი-ჯდუნა,
ჯალაფს ჯიქობს ჯორსა ჯაჩვით;
ჰაი რა საძაგელია:
თემი დასდევს უკან დაფით;
ჵი საკიცხველი კაცთაგან,
სადევნელი მუდამ ლაფით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეტრფის მთიებსაეტრფის მთიებსა შესამკობლად გული ურვილი; სწყურის გონებას სამარადოდ მისი სურვილი; სული რბის სწრაფით მის-კერ...მზე-ჭაბუკ ორბელიანსდამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო, ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო, არ უზიანო, კუზიანო, მაწუ...მირიან ბატონიშვილსრაიცა, განათლებულო, გებრძანეს ჩემგან წერითა, - ასჯერ მადლობით მკითხველი. მე ვერა გავძეხ მზერითა ქება მოგი...როს განვიცადე ბედკრულმანროს განვიცადე ბედკრულმან, გულის საკვდავად, დარია, - ცნობა მიმხადა მთიებმან, სურვილმან მისმან დარია. ვერ ე...რხევით ნაზორხევით ნაზო, ტან-ალვადო გვარადა, ბროლის მკერდსა, შუქი მნათობს ის-არე; მისი მზე ხარ საყნოსებლად მარადე, მი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026