kids.ge logo

ნავი ეჯიბრება თოლიას

ფავორიტებში დამატება

მისრილებს ზღვაში ნავი,-
ტალღას მისდევს გოლიათს,
სად იჩქარის? ეჯიბრება
ფრთაფარფატა თოლიას.
ამხნევებენ ზღვის ტალღები,-
ვერ უყურებთ ამასო?
უფრო მარდად, ციცქნა ნავო!
თოლიამ არ გაგასწროს!
ეს რა აურზარია!-
თოლიბი ბრაზობენ:
ფრთები ჩვენში ვის ასხია?..
ციცქნა ნავი გვაჯობებს?!
მაგრამ მალე გაჩუმა
თოლიბი ნანახმა,
ცით იმ დღეს ვინ დამარცხდა?
რა თქმა უნდა, ტრაბახა!
ზღვის ტალღებმა ციცქნა ნავი,
ლამის ცამდე ასწიეს,
დარცხვენილმა თოლიებმა
ნაპირისკენ გასწიეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაფხულირა კარგია ზაფხული,- გარუჯული დღეები, მომღერალი ჩანჩქერი, ჩრდილიანი ტყეები, ჭრიჭინების ჭრიჭინი, ჩიტუნების ...კიდევ ერთი ქართველიყველამ გულით გაიხარა,- ციდა ბიჭი დაიბადა! სიხარულით გაიბადრა მშობლიური მთა-ველი,- შეეძინა საქართველოს კიდ...მუხატყეში ვნახე მუხა, რკოს ისხამდა უხვად, განიერი ტოტები ირხეოდნენ ქარში, მუხა იდგა ამაყად ავდარში თუ დარში. ...მე ვარ შენი მეგობარიფიფქი ცვივა! ფიფქი ცვივა, ჩიტუნია, ხომ არ გცივა? ხომ არ გშია, ფიორავ, ჩიტუნია-ჩიორავ? ხედავ ჩემი ფანჯრის ...ტახი ზამთარს უბრაზდებამოვიდა ზამთარი თოვლიანი, მოვიდა ზამთარი ჯანღიანი! ფიფქების ცვენა არ ახალისებს... ტახი რად ბრძანდება ჯავრი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026