kids.ge logo

ქართული სტუმართ-მასპინძლობა

ფავორიტებში დამატება
ბავშვებო გსურთ მოსმენა,
ჩემი ნაამბობისა,
ჭიანჭველას და რწყილის
ანგარო ძმობისა?
გახსოვთ ჭიანჭველა, რომ
ორმოზე ვერ გადახტა,
და მის გადასარჩენად,
წყილს რები გადახდა?
და გავიდა დრო, ჟამი,
ის მეზღაპრე არ ხუმრობს,
დიდი ხონჩით ჭინჭველა,
მის დაქალსა რწყილს სტუმრობს.
ბევრი ფიქრის შედეგად,
დაიმშვენა მან ხელი,
და მიართვა რწყილუკას,
ხონჩით ჰემატოგენი.
წყილი მჯდარი წინ კარში,
ქსოვით იყო გართული,
ყველას მოგვეხსენება,
მასპინძლობა ქართული.
ცებ ზეზე წამოხტა,
რა დალანდა ძმობილი,
მეგობრობა აერთებთ,
ჭირში გამოწრთობილი.
იქვე ყავა მიადგა,
დასვა რბილად ფუთაზე,
კაკლის ციცქნა ფინჯნები,
დარიგა სუფრაზე.
ქეთ კეცი დაამხო,
გობზე მოზილა ცომი,
ტაბაკად წიწილები,
ქვაბში თუხთუხებს ღომი.
აქ მწვადები შიშხინებს,
სწვავენ გოჭსა წალამში,
ჭტინტი ყველი აფურჩხნეს,
არ დასტოვეს ხალამში.
წყილი დახტის, კისკისებს,
ლამის ცასაც ეწია,
მეზობლებსაც პატიჟებს,
მეგობარი ეწვია.
გამოღო სარდაფი,
ფქვილი,ღვინო ბევრია,
სტუმრის პატივსაცემად,
მოხსნა დიდი ქვევრია.
ხაჭაპური, ხინკალი,
სალათები და ფხალი,
ხილი და ტკბილელი,
ნაირ-ნაირ ნამცხვარი.
არ დაზოგა ნაზოგი,
სუფრა არის მეფური,
შეიკრიბნენ სტუმრები,
გაჩაღეს ფერხული.
ხმა დაირხა სოფელში,
სახლში ვერ ეტევიან,
წყილმა ლხინი გამართა,
მეგობარი სწვევია.
ყანწებს სცლიან ზედი ზედ,
შემოსძახეს ხალხური,
თავში მსწრაფლ ავარდათ,
ღვინო ალადასტური.
კედლიდანაც ჩამოხსნეს,
აჟღერეს ფანდური,
წყილმა და ჭინჭველამა,
დარეს ქართული.
ეს ქართული სუფრაა,
ი, მართლაც ქართული,
სიყვარული ზემობს,
მღერიან გაბადრული.
დეხეთ როგორ მიღო,
ქართველ რწყილმა ძმობილი?
სტუმართ-მასპინძლობითა,-
ი რით ვართ ცნობილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქურდი ბეკოიყო და არა იყო რა, რა იქნებოდა რა? - ტყის პირს, სოფელში ცხოვრობდა, ერთი პატარა თხა. ჯიუტი, ცელქი, ცუღლუტი...დამალობანაყველამ იცის რა არის, ალბათ, დამალობანა, ამ თამაშს კი წინ უძღვის, თვალის დახუჭობანა. თენგომ ხესთან იხუჭა მ...საზამთრო და ნესვითვის ტოლებში გივის სურს, პოლემიკა გამართოს: “ხილს ზაფხულში მივირთმევთ და რად ვეძახით საზამთროს?” ზოგმა რა...ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...ბუნების ენარას ჭიკჭიკებს ის მერცხალი, რას ჟღურტულებს ნეტავ ,ნეტავ? ლამაზი და მყარი ბუდე, აივანზე გაიკეთა, ხუთი ბარტყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026