kids.ge logo

ეს გოგონა ვისია?

ფავორიტებში დამატება

ეს გოგონა ვისია?
ეს პატარა ვისია?
ვისი არის ცქრილა,
ცუგრუმელა ცისია?
ვის ეკუთვნის ღიმილი
კოხტა გოგოს რომ ხატავს?
ეს კისკისი ვისია,
სე უხვად რომ ფანტავს?
ეგ ფოფინა თვალები
როგორ შვენის ცისიას!
სე კარგი, ლამაზი,
ეს გოგონა ვისია?
რა თქმა უნდა, დედისა,
რა თქმა უნდა, მამისა,
კიდევ დაკოსია,
კიდევ ძამიკოსია...
მაგრამ ციდა ქართველი
განა მარტო მათია,
სამშობლოს ლაჟვარდ ცაზე
მარტო მათთვის ანთია?
ვარსკვლავია, ყვავილი
მშობელ მთის და მდელოსი...
ეს ქართველი გოგონა
რის საქართველოსი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კიდევ ერთი ქართველიყველამ გულით გაიხარა,- ციდა ბიჭი დაიბადა! სიხარულით გაიბადრა მშობლიური მთა-ველი,- შეეძინა საქართველოს კიდ...ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მინდა ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბნელ...დავდგათ თოვლის ბებიაცგვეფინება ციდან ფანტელების ფარდა, დავდგათ თოვლის პაპა, ვიმუშაოთ სწრაფად! დავახუროთ ქუდი პაპას,-ფართომხრებ...განივრცო მთიდან ბარამდისენაჭიკჭიკა ჩიტებით, ათასფერადი ჩითებით,- ყვავილთა ფარჩეულებით,- ვარდებით დარჩეულებით, ნაკადულების ლიკლიკი...მე ვარ სიომე ვარ სიო-ცელქი სიო, გაზაფხულის ნაზი სიო, მომენატრა ყვავილებთან გართობა და თამაშიო. ისე უნდა დავუბერო, ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026