kids.ge logo

სპილო

ფავორიტებში დამატება
ზოპარკში წავიდნენ,
ნანა, გიგი, კახა,
ნახეთ! -სპილო ბანაობს,
კახამ დანახა.

შამპუნოდ, უსაპნოდ?-
ტიტინდა გიგი,
ან ჯაგრისის გარეშე,
რას დაბანს იგი?

ვინმეს ეძებს საწყალი,
აბრილებს თვალსა,
ირგვლივ არვინ არა ჰყავს,
ვინ დაუსხამს წყალსა?

ჭყუმპალაობს ალბათო,
მშვიდად ამბობს ნანა,
მოხმარების გარეშე,
თვით დაბანს განა?

კახაც ფიქრობს - ვერ შეძლებს,
ნანაა მართალი,
სპილომ, ჩუმად ხორთუმში,
დაგუბა წყალი,

ყურებს როგორ დაბანს,
რომ არა აქვს ხელი?
ცივ წყალში რად ჩამდგარა,
არ ასტკივდეს ყელი.

მერე, თავნებობისთვის,
მთლად გაჰკიცხეს სპილო,
სთქვეს, რომ ზანტი ვინმეა,
ძლიერ სასაცილო.

გაგონა ცხოველმა,
ყური მოქავა,
ბავშვებს წყალი შეასხა,
ყველა აბანავა,

სახტად დარჩნენ, უკვირთ,
და ფიქრობენ გულში,
სპილოს ხორთუმის ნაცვლად,
გამობმია დუში?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედა თბილისიგაგა ძლიერ მოხიბლა, ჩვენი დედა თბილისმა, მისთვის იქცა იმ დღიდან, თითქოს სულის თილისმად. ეს მაღალი სახლები...უნიჭო მუსიკოსებიმეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ, ფეხით მოვვლე მთა-ბარიო, ბავშვებს უნდა მოვუტანო, სასაცილო ზღაპარიო. ჰოდა უკვ...ნინი და საზამთროუჰ, რა გემრიელია დალოცვილი საზამთრო! მისმა სიტკბომ, სურნელმა ნინი სულ მთლად დაათრო. დაიჭირა ორ ხელში, თავ...თხაჩაიპარა თხა ვენახში, კიკინებდა ბეეე და ბეო, ვაზი მინდა რომ გავკვნიტო, და ნეკერით დავნაყრდეო. თხის კიკინი ...ბუნების ენარას ჭიკჭიკებს ის მერცხალი, რას ჟღურტულებს ნეტავ ,ნეტავ? ლამაზი და მყარი ბუდე, აივანზე გაიკეთა, ხუთი ბარტყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026