kids.ge logo

ტყეში

ფავორიტებში დამატება

ტყეში ცხოვრობს შველი,
დაძუნძულებს მგელი,
თეთრქათიბა, ყურგრძელი
დაცუნცულებს კურდღელი.
ტყეში ცხოვრობს მელიაც, -
მელა კუდაგრძელია,
შიშით თვალებს წკურავს
ეშმაკუნა ტურა...
ტყეში ნახავ ხოხობს და
ფრთახატულა ციცარს...
ის, ვინც ტყეს უფრთხილდება,
ქვეყანასაც იცავს.
ვინც მწვანე ტყეს, შრილას
შეაშველა ხელი,
ის ტყის მეგობარი
და სიცოცხლის მცველი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი-რასა აქვს კედლები მტკიცე, კარი, ფანჯარა, კიბე? გარშემო აივანი, მოაჯირები ხისა, ლამაზი სახურავი, ოთახებს ...ახალ წელს ვულოცავ ყველას!ძველი უკვე მიბრძანდება- ახალ წელს ვულოცავთ ყველას, დიდებსაც და პატარებსაც, - ვარსკვლავების სადარებსაც. მთ...ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...ვაშლებიერთი ვაშლი, ორი ვაშლი, ესეც სამი ვაშლი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი... ყველა კარგი, ყველა დიდი, ყველა ერთმან...რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026