kids.ge logo

ანდერძი

ფავორიტებში დამატება
ყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
შუგულ ცეცხლში გადავარდნილი.

გეცვას ქართული კაბა, ქათიბი,
წმინდა სამოსი ჩვენი დედების,
ყავი მუდამ ასე ნატიფი
და ნურასოდეს ნუ დაბერდები!

რომ ის შორს მყოფი, სადღაც შენს იქით
მაინც გხედავდეს ალავერდობას
და შენ გეტრფოდეს, როგორც ბესიკი
ეტრფოდა თავის ანა დედოფალს!

ყავი მუდამ შეშიშარი,
აწმყოსთან ერთად გწამდეს წარსული,
და მოკვდი ისე, როგორც შუშანა,
მოწამე არჩილ მეფის ასული.

ნუ მოსურვებ სხვა ქვეყნის ამინდს,
გიყვარდეს მხოლოდ შენი მამული
და თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი,
მონახე ჩანგი და სალამური!

ყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
ბნელ უკუნეთში გადავარდნილი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აბასთუმანიბასთუმანი — ხაბაზთუბანი… მზემ ფანჯრებიდან შემოანათა. ჩემი საწოლი და სასთუმალი, ჩემი პალატა, თეთრი პალატა....ჩემი სამშობლოტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია...ქართული ენასაქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმ...საქართველო იყო მათი საოცნებო სახელიძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰ...ალბომიდანრა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზ...
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ემილია ლომთაძე (3 წლის და 7 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „ანდერძი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026