kids.ge logo

ტყეში

ფავორიტებში დამატება

ტყეში ცხოვრობს შველი,
დაძუნძულებს მგელი,
თეთრქათიბა, ყურგრძელი
დაცუნცულებს კურდღელი.
ტყეში ცხოვრობს მელიაც, -
მელა კუდაგრძელია,
შიშით თვალებს წკურავს
ეშმაკუნა ტურა...
ტყეში ნახავ ხოხობს და
ფრთახატულა ციცარს...
ის, ვინც ტყეს უფრთხილდება,
ქვეყანასაც იცავს.
ვინც მწვანე ტყეს, შრილას
შეაშველა ხელი,
ის ტყის მეგობარი
და სიცოცხლის მცველი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოდი და ინატრე!ახალი წლის დადგა ღამე, მოდი, შენც ინატრე რამე... მე ვინატრებ, დიდ-პატარა მშვიდობისთვის ზრუნავდეს. -ბედნიე...ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მსურს ამ ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბ...ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...ფერებმა ფესტივალი გამართესერთხელ ფესტივალი გამართეს ფერებმა,- დაუღალავებმა და მშვენიერებმა. თქვეს: -დაე, არ ჰყავდეს ამქვეყნად ბადალ...დაგვიზამთრდა, ჩიტუნებო!-დაგვიზამთრდა. ჩიტუნებო, სად ხართ? ახლა რას შვრებით? -ახლა ზამთარს ვეგებებით, ფიფქებს ვეთამაშებით. ბეღურე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026