kids.ge logo

საიდუმლო ბარათი

ფავორიტებში დამატება
სადუმლო ბარათო!
გითხრეს: “ექმენ მარადო
სიხარულის მიმნიჭედ
და სევდისა ფარადო”.

მისთვის გიდებ უბეში,
გალბობ ცრემლის გუბეში,
მისრულო, რაც გითხრეს,
თუ ხარ ჩემი ნუგეში!

ვერა მხედავ მდუმარეს,
ცრემლებს რომ ვღვრი მდუღარეს?
რად არ მეტყვი მის ამბავს,
ნუგეშს არ მცემ მწუხარეს?

როცა მისი მარჯვენა
გრძნობით გხატავდა შენა,
თვალთ ცრემლი ვერ შენიშნე,
ვერც სახეზედ მოწყენა?

როცა ამ სიტყვებს სწერდა,
გული ხშირად უძგერდა?
და თან ტკბილის გრძნობითა
სიყვარულსა დაგმღერდა?

ან როს ფარულად მანა
შენ ჩემთან გამოგგზავნა,
ანგელოსი სუფევდა
მის გულში, თუ სატანა?

რა! ამ გრძნობას განა
მიჰბედავდა სატანა?!
მაშინ უკუღმა ბრუნვას
წყებდა თვით ქვეყანა!

სადუმლო ბარათო,
მექმენ… მექმენ მარადო
სიხარულის მომნიჭედ
და სევდისა ფარადო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...პოეტიხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ნუ მკ...ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედშენს წმინდა საფლავს, გულის მოსაკლავს, დავყურებ, გმირო, სულგანაბული; შენგან ქებული, დავიწყებული დღეს მაგონ...ავადმყოფი მგოსანიბედო შავპირო, უპირო, ამრევო გზა და კვალისა! სულს ნუ ამომხდი, მაცალე დახამხამება თვალისა!... აჩრდილიღა ვარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026