kids.ge logo

სიყმე სიბერედ ვაქციე

ფავორიტებში დამატება
სიყმე სიბერედ ვაქციე,
რი კი - ვერა ერადა.
მედი მქონდა... ჩონგური
მოვმართე, დავჯე მღერადა.

მეწადა, ჰანგი მსმენელთა
გულისა ამაზრზენადა
ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა,
ცად აწია ზენადა.

შევამკე მთები მაღლები
და ბარი ათასფერადა,
აზრი საერთო, საქვეყნო
მინდოდა გასაკვერადა;
მისთვის თავსა დავწიე,
ვაქციე ნაცარ-მტვერადა.

ვადიდე გმირთა სახელი,
მკლავი და სულით დიდობა,
დავძრახე ქვეყნის ორგული
და შერაცხვყავ ფლიდობა;
სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე,
ფუფუნებაზე - მწირობა.

მინდოდა არ შამებღალა
მე წმინდა დედა-შვილობა.
პირნათლად მივალ საფლავში,
მტკიცედ დავიცევ პირობა.

მას მითვლიან ცოდვადა,
რაშიც მე მიჩნდა გმირობა;
თავს დამჩხავიან ყორნები,
გამართიათ ყრილობა.

შემირცხვა ზოგის ნამუსი,
გრძნობა, აზრი და ზრდილობა:
კაცობად დასახიათ
სიჩერჩეტე და ვირობა!

რა მეთქმის? გული მკვდარია,
ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა;
მე კაცთა შორის მეტი ვარ,
უნდა გავიჭრა ველადა,
რაკი გადიქცა ეშმაკი
ტკბილ მოსაუბრე გველადა
და თანამოძმე ეს ჩემი -
მის ყურისმგდებელ ევადა,
როს გახდა საქვეყნო საქმე
სუსურთ საღეჭ კევადა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთათ ძილიხევებში ჩაწვა ნისლები, განზედ დაყრილან მთანია, ერთურთზე მიქადლებულნი, როგორც ერთგულნი ძმანია. მთვარე ცას ...ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...დევების ქორწილიღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა, მთებს მოედრიკათ თავიო. ტყეს გასდიოდა ფოთოლი, ზღვა ბობოქარობს შავიო. დევებსა ...იმერეთსერთხანად ჩემო მძრახაო, ლიხს-აქათურო დედაო! გხედავ, რომ შამრიგებიხარ, მით შენთან სალამს ვბედაო. შაერთებულა...პაპიჩემის ანდერძიშვილო, რად სტირი ნეტარა, რა უბედობა გეწვია? ჭირში ყოფნის დროს გაძლება მუდამ ვაჟკაცის წესია! ვაჟკაცს არ შვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026