kids.ge logo

კაკლის ბერტყვა

ფავორიტებში დამატება

ხიდან კაკლის წვიმა მოდის,
განა წვიმა,-
კაკლის სეტყვა!
არც წვიმაა და არც სეტყვა,
მას ჰქვია კაკლის ბერტყვა!
ჭახაჭუხით,
ჩახაჩუხით,
ბზრილით და
ტრილით
ხემ ტოტები შებერტყა....
თქვენ გეგონათ შრილით?
დაჭექა,
დაქუხა,
დაგვიძახა ამაყად:
მოდენა მოსავალი
გსმენითო არაკად?
ბებო ამბობს:
-ამას ჰქვი
შემოდგომის ბარაქა!
ხის ქვეშ მიწა მოფინა
კროლა-კროლა კაკლებით,
ახლა ბავშვების ჯერია,
რით ვარ სხვებზე ნაკლები?
თქვენ კაკლების შეგროვება
ნუ გგონიათ გართობა...
საყვარელი შემოდგომავ,
მა-დლო-ბა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაფხულის მზიანი დილაა!ბავშვი-სად მიზუზუნებ, ფუტკარო, საით იჩქარი ამ დილით? ფუტკარი-ყვავილის ტკბილი წვენია ჩემი საუზმეც, სადილიც...კალიადახტის ბებოს ბოსტანში სკუპ-სკუპელა კალია, განა საქმეს მოცდება, წამითაც არ სცალია. ნარგავებს აკნატუნებს......მობრძანდება დეკემბერიუკვე კარი გაიხურა, მიილია ნოემბერი, ზამთრის მაცნე ვერცხლისფერი მობრძანდება დეკემბერი! ყინულის ეტლში შეუბა...მრავალ ახალ წელს!მრავალ ახალ წელს! მრავალ ახალ წელს! შეგებებოდეთ ღიმილით, ტკბილად! მრავალ ახალ წელს გაგთენებოდეთ ბედნიერი ...მოდის წელი ახალიტბილი გოზინაყი, ჭრელი კანფეტები, ათასგვარი ხილი, ბებოს ჩურჩხელები, ირგვლივ ჟრიამული, მხიარული ხმები, მალე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026