kids.ge logo

სუმბული და მწირი

ფავორიტებში დამატება
მწირი

სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი სამო,
რომ შენსა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?
მარქვი, სადა არს სუნი შენი, ამო და ნელი,
რომლით ათრობდა სიცოცხლის ჟამთ ლამაზი ველი?

სუმბული

მწირო, ხომ ხედავ, მოვჰკლებივარ ჩემს სამშობლოს გულს,
ჩემთ სწორთა ყვავილთ, მშვენიერს ცას და ჩემსა ბულბულს.
გერ მასი ააყვავებს ტურფად ბუნებას,
მოვა ბულბული და დაუშტვენს სიყვარულის ხმას,
ხოლო მე ხშული ბნელსა სადგურს და სევდიანსა,
ვეღარ ვიხილავ ჩემსა ტურფას და ტკბილს მგოსანსა!

მწირი

ნუ თუ ვერ ჰპოვებ აქ სანაცვლოს, ვერც რას სამურს,
სადაც ოქროთი და ვერცხლითა გიმკობენ სადგურს;
სადაცა კაცი შენს შვენებას ესრეთ ინახავს,
რომ მზე ვერ გიჭკნობს და სიცივე ვერა დაგაზრავს?

სუმბული

მაგრამ მარქვ, რა არს ჩემთვის სახლი დიდ-მშვენიერი,
ვით გაღიმებს ჩემს შვენებას ხშული ჰარი?
არღა მევლება გარე წყარო, ცივი, კამკამი,
არღა მეცემის დილით გულსა სიცოცხლის ნამი;
გრილი ნივი ჩემთა ფურცელთ არ ულერსებს
და მაყვლის ბუტკი მზისა სხივთა არღა უჩრდილებს.

მწირი

სუმბულო ტურფავ, მოგონე მკაცრი ზამთარი,
მისგან შენ ახლა იქნებოდი უწყალოდ მკვდარი;
ნახე, რა ძალუძს შენთვის მზრუნველს კაცისა ხელსა,
რომ მისი სუსხი ვერ შეგირყევს ვერც თუ ფურცელსა.

სუმბული

ჰე, მწირო, სოფლად ყოველსა აქვს ჟამი და ბოლო,
მაგრამ ამას ვწუხ, რომ უჟამოდ მეღების ბოლო!
ზამთრით ბუნება არა კვდება, — სევდით იმოსვის,
რომ თავისს სატრფოს, გაზაფხულსა, განეშორების!
და მყის ვითარის შვენებითა კვლავ შეფურცვლის,
დეს მერცხალნი ახარებენ მოსვლას საყვარლის!
ახ, როდის ვნახო მეცა ველად ჩემი ბულბული,
რომ განვიშალო კვლავ სიტურფით მისი სუმბული!

მწირი

მშვიდობით, წავალ, მეც მოვძებნი ჩემსა ყვავილსა;
სიც შენსავით განაშორეს სამშობლო ველსა!
ვაი თუ მასაც უდროდ აჭკნობს უწყალო ხელი,
და არღა მომხვდეს სუნი მისი, ჭირთ უკუმყრელი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემს ვარსკვლავსრად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო? მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო: შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას...ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავ...საფლავი მეფის ირაკლისამოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო, და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო! ახ, რა...ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-სმძღვანელობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის, თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა ძრწოდე, კავკასო! ახლო არს ...ნაპოლეონნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას, და თქვა: „აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?“ და რა იხილა თვისს დიდების ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026