kids.ge logo

კუ წვიმაში სადილობს

ფავორიტებში დამატება

პატარა კუ-კუსკუსა,
დინჯი, განა ფუსფუსა,
ბოსტანშია, სადილობს,
წვიმიანშიც ნადიმობს.
კომბოსტოს წვნიან ფოთოლს
შეექცევა ხრამუნით,
მერე რა, თუკი წვიმა
მოდის, ასხამს შხაპუნით.
კაკუნებს კუს ბაკანს,
თუმც წვეთიც ვერ გატანს,
-წვიმავ, შხეფებს ნუ ახლი,
ზურგით დააქვს კუს სახლი!
ბოსტანში სახლიანად
შეპარულა, სადილობს,
წვიმა სულ არ ადარდებს,
მარტოდმარტო ნადიმობს.
წვიმავ, წვიმავ, წკრილავ,
ჩქარა გასწი ცის კიდეს!
ბოსტანს არ გაკარო,
რაც არ უნდა გიჭირდეს!
დინჯი, განა ფუსფუსა,
იქ კუ სახლობს კუსკუსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სუროს შაშვი შეფენიააჭახჭახდა შავი შაშვი,- რა ახარებთ ასე ჩიტებს? ციყვუნებმაც გაიღვიძეს და თვალები მოიფშვნიტეს, ჩაძინებულმა დ...ბურთიბურთი თურმე მათეს ბებო ანამ ჭრელი ბურთი მოუტანა, და მას შემდეგ თურმე მათე დღე და ღამე იმ ბურთს დასდევს. ბ...შოშია გალობსშრიალა შინდის შტოზე შოშია ზის და გალობს, უმღერის მშობელ მხარეს, ტკბილი ჰანგებით სწყალობს. მღერის ცხრათვალ...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...ბაბუს ჯოხიფეხი ძლიერ სტკივაო,- დარდობს გოგო ღაბუა, -ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის ჩემი კარგი ბაბუა! მოხუცისკენ გაიქცა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026