kids.ge logo

ბურთი

ფავორიტებში დამატება

ბურთი
თურმე მათეს ბებო ანამ
ჭრელი ბურთი მოტანა,
და მას შემდეგ თურმე მათე
დღე და ღამე იმ ბურთს დასდევს.
ბიჭს კი ბავშვები დასდევენ,
მერე მურაც მოქასქასებს.

ყველა მათეს უჯავრდება:
-ბურთს რატომ არ გვათამაშებ?
მეგობრებს სულ არ აფასებ,
რად იქცევი, მათე, ასე?
ყურადღებას არც კი გვაქცევ,
ბრაზი გვახრჩობს, ბოღმა გვავსებს...

თურმე ბებოც ნაწყენია:
-ბიჭო, ნეტა, რას შვრებიო,
მეგობრების ნაცვლად მხოლოდ
ამ ბურთს ეთამაშებიო.
რა, ასე არ გამოვა,
მოიმდურე ბავშვებიო.

ჩემო მათე, ამ საქციელს
ვერა, ვერ მოგიწონებო,
ცოდე, ამ დარიგებას
კვლავ ბევრჯერ მოგონებო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიდი გემიზღვაში ცხოვრობს ცელქი ტალღა, არ სჩვევია თურმე დაღლა, კოხტა გემი პატარაო, ნაპირ-ნაპირ ატარაო... ნავსადგური...ფოთლებიქარმა მოსტაცა ჭადარს ფოთოლი,- ოქროს ფოთოლი, ოქროს ფოთოლი, ქარში ნეკერჩხლის ელავს ფოთოლი,- ლალის ფოთოლი, ლ...ნიავი ხეხილის ბაღშია-ეს ვაშლია წითელი, ეს კი ლურჯი ქლიავი,- შემოდგომის ბაღ-ვენახს თავს ევლება ნიავი: -ეს ყურძნის მტევანია,- მ...განივრცო მთიდან ბარამდისენაჭიკჭიკა ჩიტებით, ათასფერადი ჩითებით,- ყვავილთა ფარჩეულებით,- ვარდებით დარჩეულებით, ნაკადულების ლიკლიკი...თუთიყუში ჟაკომხოლოდ ერთი სიტყვა იცის თუთიყუშმა ჟაკომ. უკვირთ ბავშვებს,- არ უნდაო დაგველაპარაკოს. მამამ ახლახან უყიდა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026