kids.ge logo

ციცინათელა

ფავორიტებში დამატება

როცა მეტყვი-ავინთები,
როცა მეტყვი-ჩავქრები,
ციმ-ციმ, ციცინათელას
მსურს ამ ამბის გამხელა;
შენთვის ვანთებ ბნელ ღამეში
მზის ნაპერწკალს პაწიას,
საკვირველი, მოციმციმე
ტანსაცმელი მაცვია.
თუკი გინდა ჩემი ნახვა,
ღამით მოდი, პატარავ,
მთვარე ზღაპარს მოგვიყვება;
-სად იყო და სად არა!
მეტყვი:-რა კარგი ღამეა!
შენ კი როგორ უხდები!
ვარსკვლავივით ვიციმციმებ,
ხელზე დაგისკუპდები.
ღამე მოდი, ალიონზე
ვაქრობ ციცქნა სანათებს,
საგულდაგულოდ ვინახავ
ჩემს ციმციმა ალმასებს.
ნება-ნება ციგებენ
პაწაწინა ლამპრები,
თუკი მეტყვი, ავინთები,
თუკი მეტყვი-ჩავქრები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

და-ძმადელასა, დელი-დელასა, გოგოსა ცუგრუმელასა უყვარს თავისი ძამიკო, უნდა, რომ კარგი და იყოს, მზეცა და მთვარეც, ...ზღაპარელა-ზღაპარო!-ახლა ვის ამბავს ჰყვები, ზღაპარელა-ზღაპარო? გვიხმე, შემოგვატარე ჯადოსნური სამყარო. -მე ფიფქიას წიგნი ვარ!...წვიმაწკაპი-წკუპი-წკაპუნა, მე წვიმა ვარ შხაპუნა, ჩქარა, გარეთ გამოდით, ნინიკო და პაპუნა! გესმით? ფანჯრის მინაზე...შემოდგომაოქროსფერი სამოსი ძლიერ შვენის ხეებს, ქარვისფერი უხდება სურნელოვან დღეებს. ჩატკბა, უკვე ჩაშაქრდა ათასგვარი...კატა და თაგუნია-ვინ ბრძანდება კატა-მატა?- იქადნება თაგუნია. კატა როცა გამოჩნდება, მაშინ სულგანაბულია. კატა სოროს ჩაუვლის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026