kids.ge logo

კახა მიდის სკოლაში

ფავორიტებში დამატება

ნაბანა, ანაბანა,
დედამ წიგნი მომიტანა, -
კობის დედანა,
საქართველოს მზე და რწმენა.

-მუდამ გქონდეს ამ დღის ხსოვნა!-
კოხტა ჩანთა მისახსოვრა.
შემომცინის ბებო თანაც:
-ბიჭი უნდა შენისთანა!

სკოლისკენ მიმაცილებენ
გოგა, კობა, თაკო, ლელა...
მოსწავლე რომ გავხდი უკვე
ხარია ყველას, ყველას.

-აბა, შვილო, გვასახელე!
დედიკონა მკოცნის ტკბილად,-
ყოჩაღე, გაზარდე
ქვეყნის სასახელო შვილად!

ჩემი ქვეყნის მზე დამნათის,
ოქროსფერი სხივით მლოცავს:
-ასახელე საქართველო,
დიდი ბიჭი გახდე როცა!

სკოლისკენ მიმაცილებენ
საქართველოს ლურჯი მთები,
ჩემი ქვეყნის სიყვარულმა
გამომასხას ლამის ფრთები.

სიხარულით შევისწავლი,
ჩემი ხალხის ანაბანას,
მთელ ქვეყანას ვათქმევინებ:
-ყოჩაღ, ქართველს ამისთანას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყეშიტყეში ცხოვრობს შველი, დაძუნძულებს მგელი, თეთრქათიბა, ყურგრძელი დაცუნცულებს კურდღელი. ტყეში ცხოვრობს მელია...დავდგათ თოვლის ბებიაცგვეფინება ციდან ფანტელების ფარდა, დავდგათ თოვლის პაპა, ვიმუშაოთ სწრაფად! დავახუროთ ქუდი პაპას,-ფართომხრებ...კარლსონი მოგზაურობსერთხელაც კარლსონმა- ასე ვთქვათ, უცაბედად სან-ფრანცისკოში ისურვა სეირნობა, დაკიდულ ხიდზე ენება სეირობა... ...მივიჩქარით ვენახშიაბა, დელი დელია, ჩვენს სოფელში რთველია, მივიჩქარით ვენახში, გოგო-ბიჭებს გველიან. მივალთ, შრომის ხალისი პა...და-ძმადელასა, დელი-დელასა, გოგოსა ცუგრუმელასა უყვარს თავისი ძამიკო, უნდა, რომ კარგი და იყოს, მზეცა და მთვარეც, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026