kids.ge logo

ქრის, ქრის, ქრის

ფავორიტებში დამატება
ქრის, ქრის, ქრის
ქარი სექტემბრის.
ფარფატელა ჭადრის ფოთოლს
მიქანებს ძირს.
ვის მოუხმობს, ვის
ზარი სექტემბრის?
ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ!
ყველა სწავლის გმირს.
ფრი, ფრი, ფრი,
ჩიტი ხეზე ზის,
გასაფრენად ემზადება
მომღერალი მზის.
ამ ჩიტივით ჩვენც
ძლიერ ვღელავთ დღეს.
ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ!
გული ლხენით ძგერს.
ქრის, ქრის, ქრის
ქარი სექტემბრის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეშმაკუნავიჭერ ციცქნა სარკითა კაშკაშელა მზის სხივებს. ზარმაცს ღია ფანჯრიდან ცხვირწინ ავუციმციმე. თვალები რომ დაჭყი...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...ჭკვიანი ბაჭია- ერთ ვაშლს ერთი მივუმატოთ, რამდენია, ბაჭია? - არ დაიბნა პაწია, ორი ყური ასწია....ჯადოსნური მაგიდასამასპინძლოდ მოგელით, გაშლილი გვაქვს მაგიდა, ყველა დროის ხილია, სულო, გულო, რა გინდა! აქეთ ვაშლი შაქარა, ...კურდღელიკურდღელი ვარ ყურცქვიტა, დავალ სკაპასკუპითა. მოვიპარავ სტაფილოს, შევჭამ კნატაკნუტითა. ცივ წყაროსთან მივირბ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ქრის, ქრის, ქრის“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026