kids.ge logo

განივრცო მთიდან ბარამდის

ფავორიტებში დამატება

ნაჭიკჭიკა ჩიტებით,
თასფერადი ჩითებით,-
ყვავილთა ფარჩელებით,-
ვარდებით დარჩელებით,
ნაკადულების ლიკლიკით
ივსო უფლის შიკრიკი,
მარგალიტივით ელი,
ალმასი-ქვიშას რელი,
ღერო-ქართაგან რხელი,
სამწყსოში მწყემსად ქცელი,
ასული-ზეცის რჩელი
და მოძღვრად გამოწველი,
ფესვი-ხეს შეხიდებული,
ტოტი-ქარს შეჭიდებული,
უფლის ბილიკზე მავალი
ცირი შუამავალი...
მოგვართვა წმინდა წერილი,-
ჯეჯილი ამოწვერილი,
ცით დაფენილი ნათელი,
ვაზის ჯვარი და სანთელი...
უფლის მადლი და წყალობა,
ცად აწელი გალობა,
ღუღუნა სალამურები,-
დღები სამურები...
კიდითკიდე და მარადის
განივრცო მთიდან ბარამდის,
ნინოს ცირი საქმენი,
ვაზის ჯვარი და სანთელი,
უფლის მოსვლა და სუფევა,
ზირება და კურთხევა,
სჯული და წმინდა მცნებანი,
და ჭეშმარიტი ვნებანი...
საქართველოშიც დამკვიდრდა
ქრისტეს ნათელი სახელი,
მადლი მართალი სჯულისა
და უფლის სიყვარულისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაბურდღუნებს ტყეში დათვი!ჩიტი გალობს: ინდი-მინდი! აყვავდაო ტყეში შინდი! დათუნიამ, აბლი-ბაბლი, მიირთვაო ტკბილი თაფლი! სულ რამდენი, ...ჩემი გემიეს პატარა გემია, და ეს გემი ჩემია! გესმით? დაიგუგუნა, გადაცურა გუბურა. ღელეს თავქვე დაუარა, ნაკადულსაც ჩა...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...ჩემი თბილის-ქალაქისიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი, მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი! აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია...დათვის ბუნაგთანუხვი თოვლით დამდგარი ტყეს გაუტკბა ზამთარი, ჩათბა, უცებ ჩამყუდროვდა, წუხელ მთელი ღამე თოვდა... ირგვლივ ზამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026