kids.ge logo

ეს გოგონა ვისია?

ფავორიტებში დამატება

ეს გოგონა ვისია?
ეს პატარა ვისია?
ვისი არის ცქრილა,
ცუგრუმელა ცისია?
ვის ეკუთვნის ღიმილი
კოხტა გოგოს რომ ხატავს?
ეს კისკისი ვისია,
სე უხვად რომ ფანტავს?
ეგ ფოფინა თვალები
როგორ შვენის ცისიას!
სე კარგი, ლამაზი,
ეს გოგონა ვისია?
რა თქმა უნდა, დედისა,
რა თქმა უნდა, მამისა,
კიდევ დაკოსია,
კიდევ ძამიკოსია...
მაგრამ ციდა ქართველი
განა მარტო მათია,
სამშობლოს ლაჟვარდ ცაზე
მარტო მათთვის ანთია?
ვარსკვლავია, ყვავილი
მშობელ მთის და მდელოსი...
ეს ქართველი გოგონა
რის საქართველოსი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაფხულის ღამე-ვერსად დაგვემალები, ვისია ეგ თვალები? უკვე გვიანია, ყველას სძინავს, ბნელში ვინ დადის? ვინ დაფრინავს? შენ...შემოდგომაკალათებში ჩაალაგა შემოდგომამ ხილი, ათასგვარი სასუსნავი,- კაკალი და თხილი... სიხარულით გაამზადა საუცხოო ძღ...სანტას საჩუქარიდილით ტკბილად გამაღვიძა, ბებიკონამ მკოცნა, მკოცნა, ახალი წლის მობრძანება გოზინაყით მომილოცა. ნაძვისხესთან...ზაფხულის მზიანი დილაა!ბავშვი-სად მიზუზუნებ, ფუტკარო, საით იჩქარი ამ დილით? ფუტკარი-ყვავილის ტკბილი წვენია ჩემი საუზმეც, სადილიც...ტყეშიტყეში ცხოვრობს შველი, დაძუნძულებს მგელი, თეთრქათიბა, ყურგრძელი დაცუნცულებს კურდღელი. ტყეში ცხოვრობს მელია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026